ხუთკუთხედი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ხუთკუთხედი}} |
ხუთკუთხედი ან პენტაგონი გეომეტრიაში ხუთგვერდა მრავალკუთხედს ჰქვია. სწორი ხუთკუთხედის შიდა კუთხეების ჯამი 540°-ია.
აგება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წესიერი ხუთკუთხედის აგება შესაძლებელია ფარგლითა და სახაზავით წრეწირში ან მისი მხები. პროცესი აღწერა ევკლიდემ მის „ელემენტებში“ დაახ. ძვ. წ. 300 წელს.
წესიერი ხუთკუთხედის აგების ერთი მეთოდი მოცემულ წრეწირში შემდგია:
ალტერნატიული მეთოდია:
- დახაზეთ წრეწირი, რომელშიც ხუთკუთხედს ჩახაზავთ და მონიშნეთ ცენტრი "O". (მწვანე წერტილი დიაგრამაში მარჯვნივ).
- აირჩიეთ წერტილი A წრეწირზე, რომელიც ხუთკუთხედის ერთ-ერთი კუთხე გახდება. გაავლეთ ხაზი O და A-ს შორის.
- გაავლეთ ხაზი პერპენდიკულარული OA ხაზისა, რომელიც O-გადის. მონიშნეთ გადაკვეთა წრეწირის ერთ გვერდზე წერტილით B.
- მონიშნეთ შუაწერტილი C წერტილებს O და B-ს შორის.
- დახაზეთ წრეწირი ცენტრით C, რომელიც გადის A წერტილზე. მონიშნეთ გადაკვეთა OB ხაზთან (საწყისი წრეწირის შიგნით) წერტილით D.
- გაავლეთ წრეწირი A ცენტრით D წერტილზე. მონიშნეთ მისი გადაკვეთა საწყის (მწვანე) წრეწირთან E და F წერტილების სახით.
- გაავლეთ წრეწირი ცენტრით E გამავალი A წერტილზე. მონიშნეთ მისი სხვა გადაკვეა საწყის წრეწირთან G წერტილით.
- გაავლეთ წრეწირი ცენტრით F გამავალი A წერტილზე. მონიშნეთ მისი გადაკვეთა საწყის წრეწირთან H წერტილით.
- ააგეთ წესიერი ხუთკუთხედი AEGHF.