შინაარსზე გადასვლა

ევკლიდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევკლიდე
ძვ. ბერძნ. Εὐκλείδης
დაბ. თარიღი არაუადრეს ძვ. წ. 340 და არაუგვიანეს ძვ. წ. 315
დაბ. ადგილი უცნობი[1]
გარდ. თარიღი უცნობია[2]
გარდ. ადგილი უცნობი[1]
მოქალაქეობა ძველი ათენი
საქმიანობა მათემატიკოსი[3] და მწერალი[4]
განთქმული მოსწავლეები Diocleides of Athens[5]

ევკლიდე (ძვ. ბერძნ. Εὐκλείδης; დაახ. ძვ. წ. 325-265) — ძველი ბერძენი მათემატიკოსი.

მის შესახებ ძალიან ღარიბი ბიოგრაფიული ცნობები გვაქვს. იყო ალექსანდრიის სკოლის პირველი მათემატიკოსი. ცხოვრობდა პტოლემე I-ის მეფობის ხანაში (ძვ. წ. 323-283). ხშირად მოიაზრება, როგორც „გეომეტრიის მამა“. მისი ყველაზე მთავარი ნაშრომია „საწყისები“, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმძღვანელოდ ითვლება მათემატიკის ისტორიაში. ამ თხზულებაში მან შეაჯამა ძველი ბერძნული მათემატიკის განვითარების ადრინდელ პერიოდში მიღებული შედეგები და საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის შემდგომ განვითარებას. ეს ნაშრომი შეიცავს პლანიმეტრიის, სტერეომეტრიის და რიცხვთა თეორიის მრავალ საკითხს (მაგალითად ევკლიდეს ალგორითმს). მასში გეომეტრიულ ფიგურათა თვისებები განსაზღვრულია ხუთი აქსიომით, რამაც საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის აქსიომატიზაციას.

მისი სხვა მათემატიკური ნაშრომებიდან აღსანიშნავია 4 წიგნი — „კონუსური კვეთები“, რომლის მასალა შევიდა აპოლონიოს პერგელის ამავე სახელწოდების თხზულებებში, „ფიგურათა დაყოფის შესახებ“ (შემონახულია არაბული თარგმანი) და „პორიზმები“. ევკლიდეს აქვს შრომები ასტრონომიაში, ოპტიკასა და მუსიკაშიც.

ევკლიდეს ეკუთვნის ნაშრომები პერსპექტივებზე, კონუსურ კვეთებზე, სფერულ გეომეტრიასა და შესაძლოა მეორე რიგის ზედაპირებზე. მისი დაბადების წლის ან ადგილის ან თუნდაც გარდაცვალების პირობების განსაზღვრა ვერ მოხერხდა.

  1. 1.0 1.1 Dictionnaire des philosophes antiques III // Dictionnaire des philosophes antiques / R. GouletParis: CNRS, 2000.
  2. Euclide Tutte le opere / F. AcerbiMilano: Bompiani, 2007. — P. 183. — ISBN 978-88-452-5975-3
  3. Deutsche Nationalbibliothek Record #118638955 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  4. Mirabile: Digital Archives for Medieval CultureSISMEL – Edizioni del Galluzzo.
  5. Natorp P. Diokleides 4 // Kategorie:RE:Band V,1 — 1903.