ხეანინე ანიესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხეანინე ანიესი
ხეანინე ანიესი
ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა11 ნოემბერი 2019
წინამორბედიევო მორალესი

დაბადებული13 აგვისტო, 1967
ტრინიდადი, ბენი, ბოლივია
საქმიანობაპოლიტიკოსი

ხეანინე ანიეს ჩავესი (ესპ. Jeanine Áñez Chávez, დ. 13 აგვისტო, 1967, ტრინიდადი, ბენი, ბოლივია) — ბოლივიელი პოლიტიკოსი და იურისტი. სენატორი ბენის დეპარტამენტიდან. დანიშნეს ბოლივიის პრეზიდენტად ევო მორალესისა და სხვა ხელმძღვანელების გადადგომის შემდეგ. იგი მორალესის მგზნებარე მოწინააღმდეგე იყო[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანიესი დაიბადა ქალაქ ტრინიდადში[1]. ადრე იყო Totalvision-ის მედია დირექტორი[2].

2006 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა ახალი საკონსტიტუციო ქარტიის შემმუშავებელ კომისიაში. 2010 წელს იგი აირჩიეს სენატორად, როგორც ბენის დეპარტამენტის წარმომადგენელი. 2019 წლიდან იგი სენატის მეორე ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო მისი მოადგილე იყო ფრანკლინ ვალდივია ლეიგი.

2019 წლის 10 ნოემბერს ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა. ამის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტმა ალვარო გარსია ლინერამ, უარი განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე. მასავით ასევე უარი განაცხდა სენატის სპიკერმა ადრიანა სალვატიერამ და წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარემ ვიქტორ ბორდამ. ასევე უარი თქვა ქვეყნის სენატის პირველმა ვიცე-სპიკერმა. ამ თანამდებობების პირების გადადგომის შემდეგ კონსტიტუციის ძალით უფლებამოსილება გადაეცა რიგით შემდეგ თანამდებობის პირს, სენატის მეორე ვიცე-სპიკერს ხეანინე ანიესს. 2019 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით, იგი უმაღლესი რანგის მემკვიდრეა ბოლივიის პრეზიდენტის თანამდებობაზე. მან საკუთარ თავზე აიღო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება და თანამდებობაზე მოვიდა 2019 წლის 11 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც სენატმა ოფიციალურად მიიღო წინა დღის გადადგომების სერია[3].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გათხოვილია კოლუმბიელ პოლიტიკოსზე ექტორ ერნანდო ხინკაპიზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bolivia: Who is Jeanine Anez?. წაკითხვის თარიღი: 11 November 2019.
  2. Jeanine Áñez Chávez (16 October 2015). წაკითხვის თარიღი: 11 November 2019.
  3. Jeanine Añez en proceso de ratificación tras renuncia del Presidente, Vicepresidente, Presidente del Senado y Presidente de la Cámara de Diputados de Bolivia. წაკითხვის თარიღი: 10 November 2019.