ტრინიდადი (ბოლივია)
იერსახე
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტრინიდადი Trinidad | |||||
![]() ტრინიდადის კათედრალი | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
დეპარტამენტი | ბენი | ||||
პროვინცია | სერკადო | ||||
კოორდინატები | 15°50′00″ ს. გ. 64°54′00″ დ. გ. / 15.83333° ს. გ. 64.90000° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ხორხე ურტადო | ||||
დაარსდა | 1686 წ. | ||||
ფართობი | 27 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 130±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 130,000 კაცი (2010) | ||||
ოფიციალური საიტი | boliviabeni.com | ||||
ტრინიდადი, ოფიციალურად ლა-სანტისიმა-ტრინიდადი — ქალაქი ბოლივიაში, ბენის დეპარტამენტის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს 130 000 ადამიანს.
ქალაქი დაარსდა 1686 წელს. 1769 წელს ის ცხრა მილის მოშორებით გადაადგილდა იქ, სადაც ის დღეს მდებარეობს. თავდაპირველად, ქალაქი მდინარე მამორეზე მდებარეობდა, გადაადგილება სწორედ მდინარის წყლით ხშირმა დატბორვებმა განაპირობა. ამჟამად მდებარეობს ბენის დეპარტამენტის სერკადოს პროვინციაში.
ქალაქი ბოლივიის ტროპიკებშია გაშენებული, რის გამოც კლიმატი წელიწადის უმეტეს დროს ცხელი და ტენიანია.
ტრინიდადი ცნობილია როგორც მოტოციკლების ქალაქი, რადგან ეს ტრანსპორტი აქ გადაადგილების ყველაზე გავრცელებულ საშუალებას წარმოადგენს. დღისით თუ ღამით, მოტოცილკის ხმას ყველგან გაიგონებთ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Trinidad Travel Guide დაარქივებული 2012-02-27 საიტზე Wayback Machine.
- Weather in Trinidad დაარქივებული 2010-09-09 საიტზე Wayback Machine.
- Bolivian Yellow Pages
- Trinidad