ადრიანა სალვატიერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადრიანა სალვატიერა
ბოლივიის სენატის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 იანვარი, 2019 – 10 ნოემბერი, 2019
წინამორბედიმილტონ ბარონი
მემკვიდრევაკანტურია

დაბადებული3 ივნისი, 1989
სანტა-კრუს-დე-ლა-სიერა, ბოლივია
საქმიანობაპოლიტიკოსი

ადრიანა სალვატიერა (ესპ. Adriana Salvatierra, დ. 3 ივნისი, 1989, სანტა-კრუს-დე-ლა-სიერა, ანდრეს-იბანიესის პროვინცია, ბოლივია[1]) — ბოლივიელი პოლიტიკოსი. ქვეყნის სენატის თავმჯდომარე 2019 წლის 18 იანვრიდან 10 ნოემბრამდე. 10 ნოემბერს რამდენიმე საათის განმავლობაში დე-იურე ასრულებდა ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობას, თუმცა ოფიციალურად არ აუღია თავის თავზე აღნიშნული მოვალეობა, რადგან ძალიან მალე გადადგა[2].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალვატიერა პოლიტიკაშია 2005 წლიდან, როდესაც ის ჯერ კიდევ 16 წლის იყო. იგი ყოფილი პრეზიდენტის ევო მორალესის პარტია მოძრაობა სოციალიზმისაკენ წევრი გახდა. 2014 წელს პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ იგი აირჩია სენატის წევრობის კანდიდატად თავისი პროფესიონალიზმის გამო. სენატის წევრად აირჩიეს 26 წლის ასაკში 2015 წელს სანტა-კრუსის დეპარტამენტიდან. 29 წლის ასაკში იგი გახდა ბოლოვიის სენატის ყველაზე ახალგაზრდა თავმჯდომარე[3].

2019 წლის 10 ნოემბერს ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა. ამის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტმა ალვარო გარსია ლინერამ, უარი განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე. ამ მოცემულობით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კონსტიტუციის მიხედვით უნდა ყოფილიყო ადრიანა სალვატიერა[4]. ასევე გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა სალვატიერამ, ძალიან მალე მას შემდეგ, რაც ეს გააკეთა ევო მორალესმა[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]