ლიდია გეილერ ტეხადა
ლიდია გეილერ ტეხადა | |
ბოლივიის 70-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 ნოემბერი 1979 – 18 ივლისი 1980 | |
წინამორბედი | ალბერტო ნატუში |
მემკვიდრე | ლუის გარსია მესა ტეხადა |
დაბადებული | 28 აგვისტო, 1921 კოჩაბამბა, კოჩაბამბის დეპარტამენტი |
გარდაცვლილი | 9 მაისი, 2011 (89 წლის) |
ლიდია გეილერ ტეხადა (ესპ. Lidia Gueiler Tejada; დ. 28 აგვისტო, 1921, კოჩაბამბა — გ. 9 მაისი, 2011, ლა-პასი) — ბოლივიის ქალი პრეზიდენტი (17 ნოემბერი, 1979 – 18 ივლისი, 1980).
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1948 წლიდან აქტიურად ჩაება პოლიტიკაში და გაერთიანდა ნაციონალურ-რევოლუციურ მოძრაობაში, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო 1952 წლის რევოლუციაში. 1956-1964 წლებში იყო დეპუტატთა პალატის წევრი. 1964 წელს პოლიტიკური ზეწოლის გამო წავიდა ემიგრაციაში. 15 წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და გახდა ახლადარჩეული დეპუტატთა პალატის პრეზიდენტი. 1979 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ დეპუტატთა პალატამ აირჩია დროებით პრეზიდენტად. 1980 წლის ახალი სამხედრო გადატრიალების შემდეგ კი დატოვა თანამდებობა და საცხოვრებლად საფრანგეთში წავიდა, სადაც ცხოვრობდა 1981 წლის 4 აგვისტომდე. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაება დიპლომატიურ სამსახურში: იყო ბოლივიის ელჩი საფრანგეთში, ვენესუელასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
დაწერილი აქვს ორი ავტობიოგრაფიული წიგნი „ქალი და რევოლუცია“ (1960) და „ჩემი ლიდერობის სურვილი“ (2000).
მისი ინიციატივით დაარსდა და დღესაც აღინიშნება ბოლივიელ ქალთა დღე — 11 ოქტომბერი.
მეუღლეს გაშორებულია, ჰყავს ერთი ქალიშვილი — ტერეზა.
გარდაიცვალა 2011 წლის 9 მაისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 89 წლის ასაკში.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "The New York Times": Elección de Bachelet es un avance de las mujeres en el mundo, EMOL, Jueves 19 de enero de 2006 დაარქივებული 2009-05-31 საიტზე Wayback Machine.
- ლიდია: ქალი ისტორიაში
- ფოტო
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Bolivia's former woman President Gueiler dies at 89“. Global Times. May 10, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 2, 2011. ციტირების თარიღი: მაისი 10, 2011.