ხახია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხახია
Pachyphragma macrophyllum
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pachyphragma

ხახია (ლათ. Pachyphragma) — მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. მონოტიპური, რელიქტური გვარია. ერთადერთი სახეობალათ. Pachyphragma macrophyllum მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახია. მოკლე და მეჩხერ მტევნებად შეკრებილი თეთრი ყვავილები აქვს.

უფრო ხშირად გვხვდება ჰუმუსით მდიდარ, ღრმა ნიადაგებზე, ტენიან ფართოფოთლოვან ტყეებსა და ტყის პირებზე. საქართველოში ტყიან რაიონებში თითქმის ყველგანაა გავრცელებული ზღვის დონიდან 2 000 -მდე. საქართველოს გარეთ გვხვდება იმიერკავკასიაში, აზერბაიჯანსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში (ჭანეთი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]