ხარვერძი
ხარვერძი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Ovibos moschatus | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : LC | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
![]() წითელი — არეალი, სადაც ხარვერძი ოდითგან სახლობდა. ლურჯი — ტერიტორია, სადაც ხელოვნურად განასახლეს XX საუკუნეში. | |||||||||||||||||
|
ხარვერძი (ლათ. Ovibos moschatus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 180 - 245 სმ, მასა 200 - 300 კგ. აქვს დიდი თავი, მოკლე ფეხები, შავ-მურა გრძელი ბეწვი; რქები ფუძესთან მსხვილია, აქვს ორივე სქესს.
გავრცელებულია გრენლანდიაში და კანადის არქტიკული არქიპელაგის კუნძულებზე. ცხოვრობს 20 - 30 სულისაგან შემდგარ ჯოგებად.
იკვებება მღიერებით, ხავსებით, ბალახეულით. რძე შეიცავს 11% ცხიმს, 5,3% ცილას და 3,6% რძის შაქარს. მაკეობა გრძელდება 9 თვეს. შობს 1 ნაშიერს. შეყვანილია ზოგიერთ არქტიკულ კუნძულებზე (შპიცბერგენი, ნუნივაკი, ნელსონი) და ალასკაზე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 437.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Robert G. White Large Animal Research Station at the University of Alaska (ინგლისური)