ცხიმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცხიმები — ორგანული ნივთიერებებია, რომლებიც გვხვდება როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ უჯრედებში. ცხიმებით განსაკუთრებით მდიდარია ზოგიერთი მცენარის – კაკლის, თხილის, მზესუმზირის, არაქისის, ქოქოსის ნაყოფები და თესლები. ცხოველებში ცხიმი თავმოყრილია კანქვეშ და ბადექონში. ვეშაპის კანქვეშა ცხიმოვანი შრის სისქე ერთ მეტრამდეა. ცხიმი ტემპერატურის ცუდი გამტარია. ამიტომაა, რომ ვეშაპს, დელფინს, სელაპს შეუძლიათ ცივ წყალში ცხოვრება. ასევე ცხიმის სქელი ფენა იცავს სითბოს დაკარგვისაგან თეთრ დათვსა და პინგვინებს.

ცხიმები ენერგიით მდიდარი ნივთიერებებია. უჯრედებში ცხიმის საბოლოო დაშლისას სხვა პროდუქტებთან ერთად დიდი რაოდენობით წყალი გამოიყოფა. ამიტომ ძლებენ უდაბნოში მცხოვრები ცხოველები დიდხანს უწყლოდ. ორგანიზმისთვის აუცილებელი წყალი სამარაგო ცხიმის დაშლის დროს ორგანიზმშივე წარმოექმნებათ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ცხიმი&oldid=2589483“-დან