ხაიმე IV (მაიორკა)
ხაიმე IV | |
---|---|
Jaime IV | |
მაიორკის ტახტის პრეტენდენტი | |
მმართ. დასაწყისი: | 1349 |
მმართ. დასასრული: | 1375 |
წინამორბედი: | ხაიმე III |
მემკვიდრე: | ისაბელა მაიორკელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 1336 |
დაბ. ადგილი: | მონპელიე |
გარდ. თარიღი: | 20 იანვარი, 1375 |
გარდ. ადგილი: | სორია |
მეუღლე: | ჯოვანა I ნეაპოლელი |
დინასტია: | ბარსელონის დინასტია |
მამა: | ხაიმე III |
დედა: | კონსტანცია არაგონელი |
ხაიმე IV (ესპ. Jaime IV; დ. დაახლ. 1336 — გ. 20 იანვარი, 1375) — მაიორკის ტახტის პრეტენდენტი 1349-1375 წლებში. ჯოვანა I-ის მეუღლე. იგი პრაქტიკულად ჩამოაშორეს სამეფო ტახტს.
ხაიმე IV იყო ხაიმე III-ისა და კონსტანცია არაგონელის ვაჟი. მამამისი მოკლეს 1349 წელს ლუკმაიორის ბრძოლაში, ტახტის დაბრუნების მცდელობისას, ხოლო ხაიმე როგორც ტახტის მემკვიდრე ტყვედ აიყვანა ბიძამისმა პედრო IV არაგონელმა. ხაიმე გახდა მაიორკის ტახტისა და აჰეის სათავადო ტიტულის მთავარი პრეტენდენტი გახდა. ის იმყოფებოდა რკინის გალიაში ბარსელონაში 1362 წლამდე. შემდეგ მან შეძლო გაქცევა ჯოვანა ნეოპოლიტანელთან, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა მამამისის ტახტზე აღდგენის ცდას.
ჯოვანა იყო უშვილო და საჭიროებდა მემკვიდრეს. ამისთვის ის გათხოვდა ხაიმეზე 1363 წლის 26 სექტემბერს კასტელნუვოში. დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად მან დადო ხაიმესთან საქორწინო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ის გამოვიდა ნეოპოლის სამეფოს მმართველობიდან. ქორწინება აღმოჩნდა წარუმატებელი. ცოლ-ქმარს შვილები არ ეყოლათ, ისინი იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს.
მაიორკისთვის ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხაიმე განწყობილი იყო დაებრუნებინა თავისი სამეფო და მალე გაემგზავრა არაგონთან საბრძოლველად. შედეგად ის გაანადგურეს და იძულებული გახდა ბორდოში გაქცეულიყო. იქ მან მიიღო ედუარდ შავი პრინცის თანადგომა, რომელიც, როგორც ის იმედოვნებდა აღადგენდა მას მაიორკის ტახტზე, მას შემედეგ, რაც პედრო I კასტილიის ტახტზე აღადგენდნენ. ხაიმე შეუერთდა კასტილიაში შეჭრას და მონაწილეობა მიიღო ნახერის ბრძოლაში, თუმცა ვალიადოლიდში ის მძიმედ დაავადდა. მას არ ჰქონდა საშუალება ქალაქი დაეტოვებინა, ენრიკე მეორემ ის შეიპყრო. გამოისყიდა რა ჯოვანამ, ის დაბრუნდა ნეაპოლში, მაგრამ მალე იგი ისევ წავიდა ომის გასაგრძელებლად.
ენრიკემ დაიწყო ბრძოლა პედრო IV არაგონელის წინააღმდეგ. ხაიმე იმედოვნებდა ესარგებლა ამით, რათა დაეპყრო რუსილიონი და სერდანი, თავისი მამის მიწები. თუმცა ჯონ გონტი მოელაპარაკა ზავზე კასტილიასა და არაგონს შორის და მთელი სიმძიმე არაგონელთა შეტევისა ხაიმეს დააწვა. იგი გაანადგურეს და გაიქცა კასტილიაში, სადაც ის გარდაიცვალა ავადმყოფობით ან მოწამვლის შედეგად სორიაში 1375 წლის 20 იანვარს. მისი პრეტენზიები მაიორკაზე გადავიდა მის დაზე ისაბელაზე, რომელიც იყო ჯოვანი მონფერატელის მეუღლე, ხოლო უფლებები ახეიაზე ხაიმემ უანდერძა ფილიპე II ტერენტელს.