ხაიმე III (მაიორკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხაიმე III მამაცი
Jaime III Temerario
James III of Majorca.jpg
მაიორკის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1324
მმართ. დასასრული: 1344
წინამორბედი: სანჩო
მემკვიდრე: პედრო IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 აპრილი, 1315
დაბ. ადგილი: კატანია
გარდ. თარიღი: 25 ოქტომბერი, 1349
გარდ. ადგილი: ლიუკმაიორი
მეუღლე: კონსტანცია არაგონელი
ვიოლანტ დე ვილარაგუტი
შვილები: ხაიმე და ისაბელა
დინასტია: ბარსელონის დინასტია
მამა: ფერნანდო
დედა: ისაბელა დე საბრანი

ხაიმე III მამაცი (ესპ. Jaime III; დ. 1315 — გ. 25 ოქტომბერი, 1349) — მაიორკის მეფე 1315–1349 წლებში.

ხაიმე III 9 წლის ასაკში ავიდა ტახტზე. დედის გარდაცვალების შემდეგ ის ხდება თავის უშვილო ბიძის სანჩო I-ის მემკვიდრე.

რეგენტების საბჭომ ხაიმე II აიძულა უარი ეთქვა ტახტზე ხაიმე III-ის სასარგებლოდ, ამასთანავე სანჩოს მიერ დაგროვილმა ვალებმა და 1331–1333 წლების ეპიდემიებმა ქვეყანა მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ უკვე სრულწლოვანმა მეფემ ხაიმე III-მ ჩაიბარა მთლიანად განადგურებული და დაცარიელებული სახელმწიფო. ყოველივე აქედან გამომდინარე ხაიმე III იძულებული გახდა განეხორციელებინა პურის იმპორტი, რამაც უფრო მეტად გააუარესა ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა. ამას დაემატა ისიც, რომ 1337 წელს მეფემ ხელი მოაწერა კანონების კოდექსს და არაგონის მიმართ აღებულმა ვალდებულებამ იძულებული გახადა ომი წამოეყო გენუასთან. შედეგმაც არ დააყოვნა და ხაიმე III-მ დაკარგა გავლენა სხვადასხვა ბაზრებზე და ტერიტორიებზე, შესაბამისად ამას მოყვა ფინანსური კრიზისი.

1343–1345 წლებში პედრო IV არაგონელმა თითქმის წინააღმდეგობის გარეშე ხელში ჩაიგდო ხაიმე III-ის სამეფო, რომელსაც პედრო IV-მ შესთავაზა კომპენსაციის სახით სოლიდური თანხა, მაგრამ ხაიმე III ტახტის დათმობას არ შეეგუა.

ხაიმე III-მ საფრანგეთს მიყიდა მონპელიე და აღებული ფულით შეკრიბა ჯარი. 1349 წელს გადავიდა მალიორკაზე, ხოლო ლიუკმაიორის ბრძოლაში დაიღუპა. მისი შვილები ხაიმე და ისაბელა თავის თავს მოიხსენიებდნენ მაიორკის მეფეებად, მაგრამ მათ არავითარი ძალაუფლება არ ჰქონდათ მსგავსად არაგონის მეფეებისა, რომლებიც ფორმალურად ატარებდნენ მეფის ტიტულს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]