ჭობარეთი (მდინარე)
ჭობარეთი | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
სათავე | თრიალეთის ქედი |
სიგრძე | 23 კმ |
აუზის ფართობი | 106 კმ² |
ჭობარეთი — მდინარე საქართველოში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფარავანის მარჯვენა შენაკადი. სათავე თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2355 მ სიმაღლეზეა. სიგრძე 23 კმ, აუზის ფართობი 106 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე ახასიათებს წყალდიდობა, წყალმცირობა — წლის დანარჩენ დროს.
საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,85 მ³/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 404.