ჭილ-ეტრატის იადგარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჭილ-ეტრატის იადგარი

ჭილ-ეტრატის იადგარიX საუკუნის ქართული ხელნაწერი იადგარი. შინაარსობრივად VII-VIII საუკუნეების იერუსალიმურ პრაქტიკას ასახავს. მისი ბერძნული მოდელი დღეს დაკარგულია. ტექსტი კუთხოვანი ასომთავრულითაა შესრულებული, ახლავს მარგინალური ნიშნები. ერთ-ერთ მინაწერში მოხსენიებულია იოვანე, რომელიც, სავარაუდოდ, გადამწერია. გადაწერილია საბაწმიდის მონასტერში.

ჭილ-ეტრატის იადგარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უპირველესად, საწერი მასალის თვალსაზრისით; მასში ერთდროულად გამოყენებულია როგორც ჭილის (პაპირუსი), ისე ეტრატის ფურცლები. შეიცავს 313 ფურცელს; ფურცლის ზომებია 11,2X10 სანტიმეტრი.

ხელნაწერი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ფონდი: H-2123).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 25