მწყემსი (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„მწყემსი“ქართული სასულიერო ჟურნალი, გამოდიოდა 1883–1910 წლებში ყვირილაში (ახლანდელი ზესტაფონი), თვეში 2-ჯერ, 1885–1887 წლებში — თვეში 5-ჯერ. ჟურნალი სასულიერო თემატიკის გარდა დიდ ადგილს უთმობდა ქართული სკოლის, საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის საკითხებს. 1885–1905 წლებში რუსულ ენაზე გამოდიოდა „მწყემსი“ დამატება „პასტირი“ რედაქტორ-გამომცემელი — დ. ღამბაშიძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]