შინაარსზე გადასვლა

ჯეიმზ ფრანკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეიმზ ფრანკო
დაბადების სახელი ჯეიმზ ედვარდ ფრანკო
დაბადების თარიღი 19 აპრილი, 1978 (1978-04-19) (48 წლის)
პალო ალტო, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი Instituto San Martín Curicó, იელის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, როდ-აილენდის დიზაინის სკოლა, New York University Tisch School of the Arts, კოლუმბიის უნივერსიტეტის ხელოვნების სკოლა, ბრუკლინის კოლეჯი, Palo Alto High School, Warren Wilson College და UCLA Extension
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მხატვარი
აქტიური 1997 – დღემდე

ჯეიმზ ედვარდ ფრანკო (ინგლ. James Franco; დ. 19 აპრილი, 1978) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მხატვარი.

სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო გვიან 90-იან წლებში, როდესაც მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო სერიალში Freaks and Geeks და რამდენიმე ახალგაზრდულ ფილმში. 2001 წელს ფრანკომ შეასრულა მთავარი როლი მარკ რიდელის მიერ გადაღებულ სატელევიზიო ბიოგრაფიულ ფილმში ჯეიმზ დინი, რითიც მან დაიმსახურა ოქროს გლობუსი ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში.

ფრანკომ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება მარველის კომიქსების პერსონაჟ ადამიანი-ობობას შესახებ გადაღებულ ტრილოგიაში ჰარი ოსბორნის როლის შესრულებით. ამის შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო სამხედრო ფილმში დიდი რეიდი (2005), რომანტიკულ დრამაში ტრისტანი & იზოლდა, და ჯასტინ ლინის დრამაში ანაპოლისი (2006). 2008 წელს მან ითამაშა კომედიაში ანანასის ექსპრესი და დაიმსახურა მეორე ოქროს გლობუსი, ამჯერად ნომინაციაში - საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მიუზიკლსა ან კომედიაში. ამავე წელს მან ითამაშა დენი ელფმენი ბიოპიკში მილკი, რომელიც მოგვითხრობს პოლიტიკოსისა და აქტივისტის ჰარვი მილკის შესახებ. 2010 წელს ფრანკომ მთავარი როლი შეასრულა ფილმში 127 საათი, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე, ამერიკელი მთამსვლელი აარონ რელსტონის შესახებ. ამ როლის შესრულებისთვის მან დაიმსახურა ოსკარისა[1] და ოქროს გლობუსის ნომინაციები.

2011 წელს ფრანკომ უმასპინძლა ოსკარის 83-ე დაჯილდოებას ენ ჰეთეუეისთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ამავე დროს ის ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის.[1]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2002ფ ადამიანი-ობობა Spider-Man ჰარი ოსბორნი
2004ფ ადამიანი-ობობა 2 Spider-Man 2ჰარი ოსბორნი
2006ფ ანაპოლისი Annapolisჯეიკ ჰიუარდი
2007ფ ადამიანი-ობობა 3 Spider-Man 3ჰარი ოსბორნი
2008ფ მილკი Milkსკოტ სმითი
2010ფ ჭამე ილოცე შეიყვარე Eat Pray Loveდევიდი
2010ფ 127 საათი 127 Hoursარონ რალსტონი
2011ფ მაიმუნების პლანეტის აჯანყება Rise of the Planet of the Apesუილ როდმანი
2013ფ საგაზაფხულო არდადეგები Spring Breakersუცხო
2013ფ შიდა ფრონტი Homefrontგეიტორ ბონდი
2014ფ ინტერვიუ The Interviewდევიდ სკაილარკი
2015ფ უდაბნოს დედოფალი Queen of the Desertჰენრი კადოგანი
2015ფ ყველაფერი კარგად იქნება Every Thing Will Be Fineტომასი
2015ფ მე ვარ მაიკლი I Am Michaelმაიკლ გლეიცი
2017ფ The Disaster Artist The Disaster Artistტომი ვისო

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 Nominations by Category - 83rd Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-04. ციტირების თარიღი: 2011-01-25.