შინაარსზე გადასვლა

დუნკინ-კლუბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუნკინ-კლუბი
რუს. Дунькин клуб
მდებარეობა დონის როსტოვი

დუნკინ-კლუბი (რუს. Дунькин клуб) — შენობა დონის როსტოვში. საყოფაცხოვრებო მომსახურების მუშაკთა კულტურის სახლი. როსტოვის ინტელიგენციის თავშეყრის ერთ-ერთი ადგილი[1][2].

სახელწოდების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუნკინ-კლუბის დირექტორის ლიუდმილა ლისიცინას აზრით არსებობს სამი ვერსია, იმის შესახებ თუ როგორ დაერქვა სახლს აღნიშნული სახელი. ერთი ვერსიით, როდესაც 1945 წლის სექტემბერში გაიხსნა კლუბი, ირგვლივ ყველაფერი განადგურებული იყო, აქვე გაიხსნა ქალაქში პირველი დისკოთეკა, აქ მამაკაცები ცოტანი იყვნენ ძირითადად დადიოდნენ ქალბატონები და მეტსახელად უწოდებდნენ „дуньки“-ს. მეორე ვერსიის თანახმად არსებობდა ვინმე დუნია, რომელმაც ქმარი დაკარგა ომში და მწუხარებისაგან გაოგნებული იყო, შევიდა კლუბში და დაჟინებით ეძებდა ქმარს, არ სჯეროდა მისი დაღუპვის. მესამე ვერსია გავრცელდა XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, როდესაც ეს შენობა გადაეცა მთავარი ფოსტას. მისი თანამშრომლები ისვენებდნენ აქ საღამოობით და აისიდორა დუნკანის თაყვანისმცემლებმა ჩამოაყალიბეს მისი სახელობის კლუბი. ყოველდღიურობაში გამოყენების შედეგად კი დუნკანი გახდა დუნკინი[1].

მოქალაქეთა შორის გარკვეული პოპულარობით სარგებლობდა ვერსია, რომლის თანახმადაც ძველად დუნკინ-კლუბი იყო სახალხო სახლი, რომელსაც მოგვიანებით დაერქვა კულტურის სახლი (Дом культуры). ამ ვერსიას იზიარებდა ცნობილი კონორეჟისორი კირილ სერებრენიკოვი[2]..

კულტურის სახლის ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1860-იან წლებში დუნკინ-კლუბი იყო ვაჭარ ანთიმონოვის სავაჭრო სახლი. მეორე სართულზე გამუდმებით იმართებოდა გასართობი საღამოები[1].

XX საუკუნეში ანთიმონოვის სახლში განთავსებული იყო შემდეგი ორგანიზაციები.

  • 1937 წლამდე — კავშირგაბმულობის მუშაკთა კლუბი;
  • 1937 წლიდან — ავიათანამშრომელთა კლუბი;
  • 1946 წლიდან  — ქალაქის საბჭოს კოოპერაციის კულტურის სახლი;
  • 1958 წლიდან   — საოლქო საბჭოს კოოპერაციის კულტურის სახლი;
  • 1961 წლიდან   — ადგილობრივ მრეწველთა კულტურის სახლი;
  • 1966 წლიდან   — საყოფაცხოვრებო მომსახურების მუშათა კულტურის სახლი;
  • 1994 წლიდან   — კულტურის სახლი;
  • 1998 წლიდან   — შემოქმედთა საქალაქო სახლი;
  • 2003 წლიდან   — შემოქმედთა საქალაქო სახლი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Фрейдлин Л. Театр с главного входа. — Ростов-на-Дону: ЗАО «Книга», 2009. — 352 с.
  2. 2.0 2.1 Матизен В. Кирилл Серебренников: «Искусство как плесень — возникает, где мокро» დაარქივებული 2016-06-23 საიტზე Wayback Machine. // Новые Известия. — 2007. — 26 янв.