იუკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იუკონი
Yukon River, Whitehorse (16209595096).jpg
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
აშშ-ის დროშა აშშ
სათავე ლუელინის მყინვარი ატლინის ტბაში
60°32′31″ ჩ. გ. 134°31′09″ დ. გ. / 60.54194° ჩ. გ. 134.51917° დ. გ. / 60.54194; -134.51917
შესართავი ბერინგის ზღვა
62°35′55″ ჩ. გ. 164°48′00″ დ. გ. / 62.59861° ჩ. გ. 164.80000° დ. გ. / 62.59861; -164.80000
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 3190 კმ
აუზის ფართობი 854,700 კმ²
წყლის ხარჯი (მინ.) 340 მ³/წმ
წყლის ხარჯი (საშ.) 6430 მ³/წმ
წყლის ხარჯი (მაქს.) 24,600 მ³/წმ
იუკონი (ალასკა)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg
Commons-logo.svg იუკონი ვიკისაწყობში

იუკონი (გვიჩინი: Ųųg Han ან Yuk Han, იუპ’იკი: Kuigpak, ინუპიაკი: Kuukpak, სამხრეთი ტუტჩონე: Chu Nìikwän) — მდინარე კანადასა და აშშ-ში. ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის მთავარი წყლის ნაკადი. სათავე აქვს ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადაში, საიდანაც მიედინება კანადის იუკონის ტერიტორიაზე, რომელსაც სახელი მდინარის გავლენით ეწოდა. მდინარის ქვემო ნახევარი მოქცეულია აშშ-ში, ალასკაში. იუკონის სიგრძეა 3190 კმ,[1] ერთვის ბერინგის ზღვას იუკონ-კუსკოკვიმის დელტით. წყლის საშუალო ხარჯია 6430 მ³/წმ, აუზის საერთო ფართობი 854,700 კმ², რომელთაგან 323,800 კმ² კანადაშია. მდინარის აუზის საერთო ფართობი 25%-ით მეტია ვიდრე ტეხასის შტატი ან ალბერტის პროვინცია.

როგორც ალასკისა და იუკონის უგრძესი მდინარე იგი ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო საშუალება იყო კლონდაიკის ოქროს ციებ-ცხელების დროს 1896–1903 წლებში. მდინარის ნაწილი იუკონში — მონაკვეთი „ოცდაათი მილი“ ლაბერჟის ტბიდან მდინარე ტესლინამდე — ეროვნული მემკვიდრეობისაა და კლონდაიკის ციებ-ცხელების ეროვნული ისტორიული პარკის ერთეული.[2] მდინარის გემის წყლის ბორბალი იუკონზე სვლას 1950-იან წლებამდე კლონდაიკის გზატკეცილის აშენებამდე აგრძელებდა. 1867 წელს აშშ-ის მიერ ალასკის ყიდვის შემდეგ, ალასკის კომერციულმა კომპანიამ შეიძინა რუსეთ-ამერიკის კომპანიის აქტივები და იუკონის სხვადასხვა ადგილში ააშენა რამდენიმე პოსტი.

მდინარე იუკონი ბინძურდება სამხედრო ობიექტების, ნაგავსაყრელების, ჩამდინარე წყლებისა და სხვა წყაროების გამო. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს მდინარე არ შეყავს დაზიანებული წყალშემკრების სიაში, ხოლო აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის წყლის ხარისხის მონაცემებმა აჩვენეს სიმღვრივის, ლითონების, გახსნილი ჟანგბადის შედარებით კარგი დონე.[3] მდინარე იუკონსა და მაკენზის ციმბირის არქტიკის დიდ მდინარეებთან შედარებით აქვთ შეტივტივებული ნატანის უფრო მაღალი კონცენტრაცია.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]