სუბარქტიკული სარტყელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სუბარქტიკული მცენარეულობა კანადაში

სუბარქტიკული სარტყელიგეოგრაფიული სარტყელი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, არქტიკულ (ჩრდილოეთით) და ზომიერ (სამხრეთით) სარტყლებს შორის. სუბარქტიკული სარტყელი ოკეანეში ყინულის სეზონური გავრცელების საზღვრის ფარგლებშია. ჰავა ცივია. ყველაზე თბილი თვის საშუალო ტემპერატურა 5-დან 10°C-მდეა, ცივისა -5°C (უკიდურეს დასავლეთში) -30, -40 და -50°C-იც. ნალექები 300-500 მმ წელიწადში. თოვლის საბურველი 8 თვეზე დიდხანს დევს. გრუნტი დიდ სიღრმეზე იყინება. სარტყლის უფრო ცივ ნაწილში გამოიყოფა ტუნდრის ზონა, თბილში ტყეტუნდრის ზონა. ოკეანის წყლის ზედა ფენის ზაფხულის დადებითი ტემპერატურა, ჟანგბადით გაჯერება და ხანგრძლივი განათება ხელსაყრელ პირობებს ქმნის პლანქტონის განვითარებისათვის, რაც თავის მხრივ სარეწაო თევზისა და სხვა პირუტყვის სიმრავლეს განაპირობებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]