წრომის მეორე ნასოფლარი
იერსახე
წრომის მეორე ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის სამხრეთით 1 კილომეტრზე, ე. წ. კუდა ტყესთან. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. მიწის ჰუმუსოვანი საფარის ქვეშ შემონახულია რიყის ქვით ნაგები შენობათა საძირკვლის ნაშთები. შენობებთან აღმოჩნდა მარცვლეულის შესანახი რამდენიმე ორმო - ხარო. იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, დიდი ზომის ქვევრის ფრაგმენტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 457.