წიგნების თარო
წიგნების თარო | |
---|---|
![]() | |
ჟანრი | ლიტერატურული |
ავტორი | ნინო კელაურიძე |
სცენარი | თორნიკე კობალაძე, ნიკა ვარდიაშვილი, დათა კუპატაძე, ლუკა ლომსაძე |
რეჟისორი | მაკა როსტიაშვილი |
წამყვანი | ალექსანდრე ლორთქიფანიძე |
ქვეყანა |
![]() |
ენა | ქართული |
სეზონი | 12 სასკოლო, 8 სტუდენტური |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი | ანი ხართიშვილი (სეთურიძე), ანი თანდიაშვილი |
მონტაჟი | ნიკა ქავთარაძე, თამთა აფხაიძე, სანდრო ქორჩილავა |
ხანგრძლივობა | 40-45 წუთი |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | საქართველოს პირველი არხი |
პირველად ეთერში | 16 იანვარი, 2016 |
საიტი |
„წიგნების თარო“— სატელევიზიო ფორმატის ორიგინალური ქართული თამაში, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს. შოუ გრძელდება ერთი სატელევიზიო სეზონის განმავლობაში, ოლიმპიური სისტემით.
პირველი ფორმატი 2015 წელს შეიქმნა და 2016 წლის 16 იანვარს საქართველოს პირველი არხის ეთერში ჩაეშვა. ამჟამად (2022 წელს) ეთერი უკვე თორმეტ სასკოლოსა და რვა სტუდენტურ სეზონს მოიცავს.
შოუს გამარჯვებული გუნდი დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში მიემგზავრება. მეოთხე სეზონიდან კი გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში ხალხის რჩეული მონაწილეც მიდის, რომელსაც მაყურებელი გამოავლენს.
ფორმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გადაცემაში მონაწილეები ერთმანეთს ლიტერატურასთან დაკავშირებული სხვადასხვა ელემენტების გამოცნობაში ეჯიბრებიან. სასკოლო სეზონში 32 რჩეული სკოლის გუნდი მონაწილეობს. თითოეულ გუნდში სამი, მე-10, მე-11, ან მე-12 კლასის მოსწავლეა. სასკოლო სეზონების პარალელურად მიმდინარეობს სტუდენტური სეზონებიც, რომელში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი უნივერსიტეტის ბალაკავრიატის საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. სტუდენტურ სეზონში 16 გუნდი მონაწილეობს.
პირველი ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველ ეტაპზე გუნდები 10 ლიტერატურულ რაუნდს თამაშობენ. კითხვის დასმისთანავე გაცემული თითოეული სწორი პასუხი 3 ქულით ფასდება, დამატებითი დროის (30 წამის) განმავლობაში გამოცნობის შემთხვევაში - 2 ქულით, ხოლო თუ ამის შემდეგ პასუხის გასაცემად წამყვანის მინიშნება გახდა საჭირო, სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება.
მეორე ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მეორე ეტაპი შედგება სამი ზოგადი რაუნდისგან, სადაც მოთამაშეები ინდივიდუალურად ეჯიბრებიან ერთმანეთს ხელოვნებაში, მეცნიერებასა და სპორტში. კითხვის დასმისთანავე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით, დამატებითი დრო და წამყვანის მინიშნება ამ ეტაპზე არ მოქმედებს.
მესამე ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მესამე ეტაპით თამაშს ასრულებს ბლიც-ტური. ბლიცში მხოლოდ ერთი მოსწავლე მონაწილეობს, რომელსაც გუნდი თავად ირჩევს. მისი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ კითხვას უპასუხოს ერთი წუთის განმავლობაში. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ჯამურად მეტ ქულებს დააგროვებს.
„წიგნების თაროს“ სხვა პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
![]() |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|წიგნების თარო}} |
2017 წელს „წიგნების თარომ“ წამოიწყო ლიტერატურული პროექტი, რომლის მეშვეობითაც გამოვლინდა მოსწავლეების საყვარელი 21-ე საუკუნის ქართული წიგნი.[1]
„წიგნების თაროს“ ორგანიზებით, პროექტის გუნდის წევრები ხშირად ატარებენ ლექციებს სხვადასხვა თემაზე. მეოთხე სეზონის პარალელურად, წიგნების თარომ გადაწყვიტა, მოემზადებინა ლექციების ციკლი, რომელიც საქართველოს რეგიონებში ტარდებოდა.
2019 წლის 11 მაისს „წიგნების თარომ“ მოაწყო წიგნების კითხვის ფესტივალი — პერმანენტული ღონისძიება, რომელიც ყოველი წლის მაისში გაიმართება.
2019 წელს ამოქმედდა „წიგნების თაროს“ აპლიკაცია #წიგნებისთაროMEDIA, რომელიც ინტელექტსა და წიგნიერებაზე ორიენტირებული პირველი ინტერაქტიული მობილური მედიასივრცე გახლდათ ახალგაზრდებისთვის. აპლიკაციის მომხმარებლებს შეეძლოთ სხვადასხვა სოციალური, ლიტერატურული და კულტურული თემატიკის ბლოგების, სურათებისა თუ ვიდეოების ატვირთვა აპლიკაციაში, რომელიც განთავსებული Play Store-სა და App Store-ს პლატფორმებზე იყო.
სეზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სასკოლო სეზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეზონი | წელი | გამარჯვებული სკოლა | ანგარიში | ფინალისტი სკოლა | ხალხის რჩეული |
---|---|---|---|---|---|
I | 2016 | თბილისის ილია ვეკუას 42-ე საჯარო სკოლა | 22-15 | ბათუმის სკოლა ევრო-2000" | N/A |
II | 2016-2017 | ქუთაისის 41-ე ანდრია რაზმაძის საჯარო სკოლა | 31-30 | თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა | N/A |
III | 2017 | თბილისის კომაროვის N199 საჯარო სკოლა | 42-33 | თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა | N/A |
IV | 2018 | თბილისის კომაროვის N199 საჯარო სკოლა | 47-33 | თბილისის ილია ვეკუას 42-ე საჯარო სკოლა | ლაშა მაჭარაშვილი |
V | 2018-2019 | თბილისის 32-ე საჯარო სკოლა | 41-39 | თბილისის კომაროვის N199 საჯარო სკოლა | გიორგი საყვარელიძე |
VI | 2019 | რუსთავის მე-11 საჯარო სკოლა | 37-36 | ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა | ანა ჯაფარიძე |
VII | 2019 | თბილისის ილია ვეკუას 42-ე საჯარო სკოლა | 36-26 | თბილისის 141-ე საჯარო სკოლა | გუგუა გოგოსაშვილი |
VIII | 2020 | თბილისის კომაროვის N199 საჯარო სკოლა | 47-33 | შუმანის ევროპული სასწავლებელი | სოსო ჩინჩალაძე |
IX | 2020 | თბილისის N52 საჯარო სკოლა | 38-33 | თბილისის ილია ვეკუას 42-ე საჯარო სკოლა | მურო ექიზაშვილი |
X | 2021 | სამტრედიის N2 საჯარო სკოლა | 43-40 | ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა | ანა მოლოდინი |
XI | 2021-2022 | თბილისის N39 საჯარო სკოლა | 39-34 | ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა | ერეკლე ჯოხაძე |
სტუდენტური სეზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეზონი | წელი | გამარჯვებული გუნდი | ანგარიში | ფინალისტი გუნდი |
---|---|---|---|---|
I | 2016 | ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი | 21-17 | GIPA |
II | 2019 | "აველუმი" (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) | 38-34 | "ფრანკენშტეინი" (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) |
III | 2019 | "ოზიმანდიასი" (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) | 47-31 | "გოლკონდა" (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) |
IV | 2020 | "შავი მამბა" (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) | 37-34 | "ექსელი" (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი) |
V | 2020 | "ექსელი" (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი) | 44-42 | "ანკალაგონი" (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) |
VI | 2021 | "ანკალაგონი" (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) | 44-37 | "ანიმუსი" (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი) |
VII | 2022 | "ართანა" (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) | 39-36 | "მნემოსინე" (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) |
სპეციალური გადაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გადაცემის თარიღი | თამაში | პირველი გუნდი | ანგარიში | მეორე გუნდი |
---|---|---|---|---|
31 დეკემბერი, 2016 | "მსახიობები vs. მწერლები" | ამირან ქაჩიბაია | 9-9 | პაატა შამუგია |
26 მაისი, 2019 | "საქართველოს დამოუკიდებლობის დღე" | იაკო ჭილაია | 14-16 | დათო გორგილაძე |
12 ოქტომბერი, 2019 | "ჩემპიონების თამაში" | თათა გრძელიშვილი
დათა კუპატაძე ლუკა გომარელი |
40-39 | ნინი ჩარკვიანი
ნატა ჩარკვიანი ანა ჯაფარიძე |
2 იანვარი, 2020 | "საახალწლო თამაში" | გიორგი გვიმრაძე | 10-23 | დათო ევგენიძე |
30 დეკემბერი, 2020 | "ელფები" VS "ჰობიტები" | ანდრია კობალაძე
ნინია სხირტლაძე ლუკა კალანდარიშვილი |
15-29 | გაბრიელ კალანდაძე
ბარბარე წაქაძე ალექსანდრე ქანთარია |
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„წიგნების თაროს“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ ჯილდო, „წლის წიგნის ქომაგი“, 2020 წელს გადასცა.[2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „წიგნების თარო“ Facebook-ზე
- „წიგნების თარო“ საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტზე
- „წიგნების თარო“ Youtube-ზე
- „წიგნების თარო“ Instagram-ზე
- #წიგნებისთაროMEDIA