დათო ევგენიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დათო ევგენიძე
Дато!Евгенидзе! 2013-08-03 14-49.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 დეკემბერი, 1958 (1958-12-02) (60 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
ჟანრ(ებ)ი კინო მუსიკა, ჯაზი
საქმიანობა კომპოზიტორი, პიანისტი
აქტიური 1987 – დღემდე
ასოციაციები ირაკლი ჩარკვიანი

დათო (დავით) ევგენიძე (დ. 2 დეკემბერი, 1958, თბილისი, საქართველო) — ქართველი კომპოზიტორი და მუსიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დათო ევგენიძე დაიბადა 1958 წელს თბილისში. 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსევატორია. 1983 წელს საბჭოთა კავშირის მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსზე დაჯილდოვდა გრან-პრით. 1985-1986 წლებში მისი ნაწარმოებები იდგმებოდა დიდი თეატრის სცენაზე. იმავე წლებში დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა. 1987 წელს განახორციელა პირველი წარმოდგენები ნიუ-იორკში. დათო ევგენიზე წერს მუსიკას სპექტაკლებისათვის, ფილმებისათვის, მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსებში. თავისუფალ დროს დათო წერს ლექსებს, ხატავს.

კინომუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1987 — ავტოპორტრეტი
  2. 1989 — ზეიმი
  3. 1989 — მდგმურები
  4. 1990 — სტუმრები
  5. 1990 — მარტივი პასიანი
  6. 1991 — სახლი
  7. 1992 — ანას დაბადების დღე
  8. 1994 — ხედვის ანბანი
  9. 1998 — არა, მეგობარო
  10. 2000 — სიყვარული ვენახში
  11. 2003 — მას შემდეგ, რაც ოთარი წავიდა
  12. 2005 — მეცხრე კომპანია
  13. 2005 — ლოვიტორი
  14. 2005 — ღმერთის შემდეგ პირველი
  15. 2006 — 9 თვე
  16. 2006 — სიცხე
  17. 2009 — ჯაყოს ხიზნები
  18. 2010 — ტუმანი
  19. 2010 — სეზონი
  20. 2010 — კაპიტნები
  21. 2010 — ამანდო O
  22. 2010 — კაცის გარეშე
  23. 2012სიყვარული აქცენტით
  24. 2013 — უკანასკნელი მაგიკიანი (ტელესერიალი)
  25. 2013 — სტალინგრადი

მსახიობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1990 – მარტივი პასიანი
  2. 2013 – ღია კარის დღე

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1982 – მოსკოვის კონსერვატორიის პრიზი
  2. 1983 – საუკეთესო ახალგაზრდა კომპოზიტორი(საბჭოთა კავშირი)
  3. 1996 – "მანას" პრიზი
  4. 1997 – საქართველოს საუკეთესო მუსიკოსი.
  5. 2005 – "Золотой Овен" "მეცხრე კომპანიისათვის"(რუსეთი)
  6. 2005 – "ოქროს არწივი" "მეცხრე კომპანიისათვის"(რუსეთი)
  7. 2005 – ნიკა "მეცხრე კომპანიისათვის"(რუსეთი)

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1997 – «Piano Interview»
  2. 2003 – «Goroscope»

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]