ჩობანდაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩობანდაღი
კოორდინატები: 41°15′48″ ჩ. გ. 45°44′20″ ა. გ. / 41.26333° ჩ. გ. 45.73889° ა. გ. / 41.26333; 45.73889
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეული კახეთის მხარე
აღსთაფის რაიონი
სიმაღლე 892 
ქედი ჩობანდაღის ქედი
ამგებელი ქანები თიხა და ქვიშაქვა
ჩობანდაღი — საქართველო
ჩობანდაღი
ჩობანდაღი — აზერბაიჯანი
ჩობანდაღი

ჩობანდაღი (აზერ. Çobandağ) — მთა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე. მოქცეულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტისა და აღსთაფის რაიონის ფარგლებში. მდებარეობს მდინარე ივრის ქვემო დინებისა და მტკვრის წყალგამყოფის — ჩობანდაღის ქედის თხემზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 892 მ. აგებულია ქვედა და შუა სარმატული თიხებითა და ქვიშაქვებით. მთა ოდნავ არის ამაღლებული ირგვლივ მდებარე ზედაპირიდან და შემოსილია სტეპის ბალახმცენარეულით. წარმოადგენს საზამთრო საძოვარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]