ნექტარი
იერსახე
ნექტარი — მცენარის სანექტრიდან გამოყოფილი ტკბილი წვენი. იზიდავს ფუტკარს და მისთვის ნახშირწყლოვანი საკვებიცაა და თაფლის მასალაც. ნექტარი სხვადასხვა შაქრის წყალხსნარია. მცირე რაოდენობით შეიცავს აზოტოვან და არომატულ ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს, მრავალატომიან სპირტებს და დექსტრინების მსგავს ნივთიერებებს, აგრეთვე ფერმენტებს. მისი შედგენილობა დამოკიდებულია მცენარის სახეობასა და გარემო პირობებზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მშვიდობაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 399.