ჩითახევი (მთა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩითახევი.
ჩითახევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ბორჯომის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1446 
ქედი მესხეთის ქედი
ამგებელი ქანები მერგელი, კირქვიანი ქვიშაქვა, თიხა, ტუფი

ჩითახევი, ჭითახევიმთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ქვაბისხევის, ლიკანისხევისა და ჩითახევის (მტკვრის აუზი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1446 მ. აგებულია პალეოცენური და ქვედაეოცენური მერგელებით, კირქვიანი ქვიშაქვებით, თიხებით, ტუფებით. იგი კონუსური ფორმისაა. მთაზე და მის შემოგარენში ფიჭვისა და მუხის შერეული ტყეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]