ჩვეულებრივი უფეხურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი უფეხურა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Caprimulgus europaeus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22689887
გავრცელება

  ბუდობა
  მიგრაციის მარშრუტები
  გამოზამთრების რაიონები

ჩვეულებრივი უფეხურა[1][2] (ლათ. Caprimulgus europaeus) — ფრინველი უფეხურასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 25–28 სმ., მასა 65–100 გრამი. შეფერილია მურა-რუხად, გასდევს გრძივი ჭრელი ლაქები, ყელის გვერდებზე ორი თეთრი ლაქა აქვს. გავრცელებულია ევრაზიასა და აფრიკაში. ბინადრობს ტყის ზონაში — ტყისპირებსა და ნაკაფებში. იზამთრებს სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში. უპირატესად იკვებება ღამის მწერებით (ძირითადად პეპლებითა და ხოჭოებით), რომლებსაც ჰაერში იჭერს. ბუდეს არ აშენებს; დედალი 2 (იშვიათად 3) კვერცხს პირდაპირ მიწაზე ან ჯირკზე დებს. კრუხობს ორივე მშობელი 17–18 დღის განმავლობაში; 16–17 დღეში ბარტყები ფრენას იწყებენ. არეალის სამხრეთ ნაწილში წელიწადში 2-ჯერ მრავლდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 41, 155, 198.
  2. fern-owl — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.