ჩერქეზული დროშის დღე
ჩერქეზული დროშის დღე — ჩერქეზების ნაციონალური დღესასწაული — დროშის დღე, რომელიც იმართება ყოველწლიურად 25 აპრილს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1830 წელს ჩერქეზთა ეროვნულ კრებაზე (ხასე) დამტკიცდა ჩერქეზული ეროვნული დროშა. ჩერქეზი ხალხი დიდი ხანია განიხილავს თავის ეროვნულ დროშას, როგორც მათი ეთნიკური ერთიანობის სიმბოლოს. ამ დღეს ჩრდილოეთ კავკასიის ადიღეის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის და ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკებში იმართება ცხენოსნობა, მოტორიანი რბოლა, სპორტული შეჯიბრებები და ჩერქეზული ეროვნული თამაშები. ყაბარდო-ბალყარეთში, ტრადიციულად, ამ დღეს ეწყობა მოტორალი, რომელიც იწყება ნალჩიკში, აფხაზეთის მოედნიდან და მასობრივი მსვლელობა. აფხაზეთის მოედანზე მსვლელობის შემდეგ სადღესასწაულო ღონისძიებები იწყება. ჩერქეზული დროშა მსოფლიოში მიმოფანტული ჩერქეზი (ადიღეელი) ხალხის ერთიანობის სიმბოლოა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Акрызҵазкуа арыцхәқәа рамзар, Аҟәа, 2015 ш.
- Цвижба З. Не замалчивая трагических страниц общей истории: [заметки с семинара кавказоведов]//РА. - 2012. - 15-16 дек., (№ 141). - С.2.
- Хотко С.Х. История Черкесии: в средние века и новое время/С.Х. Хотко. - СПб.: Изд-во С.-Петербург, 2001. - 552 с.