ჩარლზ გრეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩარლზ გრეი
ინგლ. Charles Grey, 2. Earl Grey
Charlesgrey2.jpg
დაბადების თარიღი 13 მარტი, 1764(1764-03-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი Fallodon
გარდაცვალების თარიღი 17 ივლისი, 1845(1845-07-17)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი Northumberland
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
Flag of Great Britain (1707–1800).svg დიდი ბრიტანეთის სამეფო
განათლება ტრინიტის კოლეჯი, იტონის კოლეჯი[8] და Richmond School
მამა Charles Grey, 1st Earl Grey[9]
დედა Elizabeth Grey, Countess Grey[4] [9]
მეუღლე/ები Mary Grey, Countess Grey[9]
შვილ(ებ)ი Eliza Courtney[9] , Louisa Grey[9] , Henry Grey, 3rd Earl Grey[9] , Frederick Grey, Charles Grey[9] , stillborn daughter Grey[4] , Lady Caroline Grey[4] , Lady Georgiana Grey[4] , Lady Mary Grey[4] , William Grey[4] , George Grey[4] , Thomas Grey[4] , John Grey[4] , Francis Grey[4] , Henry Cavendish Grey[4] , William George Grey[4] და Lady Elizabeth Bulteel[9]
ჯილდოები ლეკვერთხის ორდენი
Charles Grey, 2nd Earl Grey Signature.svg

ჩარლზ გრეი (ინგლ. Charles Grey; დ. 13 მარტი, 1764 – გ. 17 ივლისი, 1845), 1806-1807 წლებში ცნობილი იყო როგორც ვიკონტი ჰოვიკი, — ბრიტანელი პოლიტიკოსი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი 1830 წლიდან 1834 წლამდე. გრეის ცნობილი საგვარეულოს შთამომავალი და პოლიტიკური პარტიის, ვიგის წევრი.

პრემიერ-მინისტრობის დროს მთავრობაში მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ორი მნიშვნელოვანი რეფორმა. 1832 წლის რეფორმის აქტით ცვლილებები შევიდა თემთა პალატაში. მისმა მთავრობამ ასევე მიიღო 1833 წლის კანონი მონობის გაუქმების შესახებ, რომლის შედეგადაც, ბრიტანეთის იმპერიის უმეტეს ნაწილში გაუქმდა მონობა.

1790-იან წლებში უილიამ პიტის ძლიერი პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო. 1807 წელს გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, რათა გაეპროტესტებინა მეფე ჯორჯ III-ის მიერ კათოლიკური ემანსიპაციის უარყოფა. როგორც პრემიერ მინისტრს, დადებითად აფასებენ, ვინაიდა შეძლო, რომ აეცილებინა მრავალი სამოქალაქო კონფლიქტი. გარდა ამისა, ასევე ხელი შეუწყო ვიქტორიანულ პროგრესს. [10]

ერლ გრეის ჩაი მის სახელს ატარებს. [11]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარლზ გრეის ფარი, მე-2 ერლ გრეი

ჩარლზ გრეი იყო გენერალ ჩარლზ გრეის (1729–1807) და მისი მეუღლის, ელიზაბეტის (1743/4–1822) მეორე, მაგრამ უფროსი ვაჟი. ჰყავდა ოთხი ძმა და ორი და. განათლება მიიღო რიჩმონდის სკოლაში [12], შემდეგ ისწავლა ეტონის და ტრინიტის კოლეჯში, კემბრიჯში. დაიხვეწა ლათინურ და ინგლისურ ენებში, რამაც საშუალება მისცა გამხდარიყო მისი თაობის ერთ-ერთი წარმატებული საპარლამენტო ორატორი.

სამთავრობო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრეი 1786 წლის 14 სექტემბერს, 22 წლის ასაკში, ნორთამბერლენდის ოლქის პარლამენტის წევრად აირჩიეს. გაიცნო ჩარლზ ჯეიმს ფოქსი, რიჩარდ ბრინსლი შერიდანი და ჯორჯ IV და მალევე გახდა ვიგის პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი.

სხვადასხვა დროს, ხელმძღვანელობდა საპარლამენტო რეფორმებს, ასევე იყო კათოლიკური ემანსიპაციის მომხრე. ურთიერთობა ჰქონდა ჯორჯიანა კავენდიშთან, რომელიც ასევე აქტიური პოლიტიკური კამპანიის მონაწილე იყო.

ჩარლზ ჯეიმზ ფოქსის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა და ასევე გახდა პოლიტიკური პარტიის, ვიგის ლიდერი.

1830 წელს, ჯორჯ IV-ის გარდაცვალების შემდგომ ვიგის პარტიამ დაიბრუნა ძალაუფლება, ხოლო ჩარლზ გრეი გახდა პრემიერ-მინისტრი. 1833 წლის აქტით, მისი ხელმძღვანელობით ბრიტანეთის იმპერიის უმეტეს ნაწილში გაუქმდა მონათმფლობელობა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინებამდე გრეის რომანი ჰქონდა დაქორწინებულ ჯორჯიანა კავენდიშთან, დევონშირის ჰერცოგინიასთან. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ დევონშირის სახლში და მალევე დაიწყეს ურთიერთობა. 1791 წელს, მას შემდეგ რაც ჯორჯიანა დაორსულდა, იგი გაგზავნეს საფრანგეთში, სადაც შეეძინა უკანონო ქალიშვილი, სახელად ელიზა კორტნი. ელიზა გაზარდეს გრეის მშობლებმა. [13] [14]

1794 წლის 18 ნოემბერს გრეი დაქორწინდა მერი ელიზაბეტ პონსონბიზე (1776–1861). მათ შეეძინათ 10 ვაჟი და 6 ქალიშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Brett, Peter. "Grey, Charles, 2nd Earl Grey" in (2003) რედ. D. M. Loades: Reader's guide to British history, გვ. 1:586–87. ISBN 9781579584269. 
  • Smith, E. A. (1990), Lord Grey, 1764–1845, London
  • Pennington, D.H."British Prime Ministers : II Earl Grey." History Today (May 1951) 1#5 pp 21–27 online].
  • Phillips, John A., and Charles Wetherell. "The Great Reform Act of 1832 and the political modernization of England." American historical review 100.2 (1995): 411–436. in JSTOR
  • Trevelyan, G. M. (1920), Lord Grey of the Reform Bill online free

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 4.11 4.12 4.13 Lundy D. R. The Peerage
  5. 5.0 5.1 GeneaStar
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  8. The History of Parliament
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 9.7 Kindred Britain
  10. (2013) Understanding Prime-Ministerial Performance: Comparative Perspectives. Oxford University Press, გვ. 225. ISBN 9780199666423. Paul Strangio; Paul 't Hart; James Walter, eds. (2013). Understanding Prime-Ministerial Performance: Comparative Perspectives. Oxford University Press. p. 225. ISBN 9780199666423.
  11. Kramer, Ione. All the Tea in China. China Books, 1990. ISBN 0-8351-2194-1. pp. 180–181.
  12. Info.
  13. Hastings, Chris. Princess Diana and the Duchess of Devonshire: Striking similarities. ციტირების თარიღი: 28 April 2021
  14. Bolen, Cheryl. Georgiana, Duchess of Devonshire. ციტირების თარიღი: 28 April 2021