ჩარლზ ბუკოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩარლზ ბუკოვსკი
Bukowski-by-origa.jpg
დაბ. თარიღი 16 აგვისტო 1920(1920-08-16)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ანდერნახი[4]
გარდ. თარიღი 9 მარტი 1994(1994-03-09)[1] [2] [3] (73 წელი)
გარდ. ადგილი სან-პედრო
საქმიანობა მსახიობი, მწერალი, სცენარისტი, პოეტი[5] , რომანისტი, ჟურნალისტი, ავტორი[6] და მესვეტე[7]
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
Flag of the United States.svg აშშ
ალმა-მატერი ლოს-ანჯელესის საქალაქო კოლეჯი და ლოს-ანჯელესის უმაღლესი სკოლა
საიტი bukowski.net

ჰენრი ჩარლზ ბუკოვსკი (დაბადებით ჰაინრიხ კარლ ბუკოვსკი; დ. 16 აგვისტო, 1920 – გ. 9 მარტი, 1994) — წარმოშობით გერმანელი, ამერიკელი პოეტი, ლიტერატორი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი; ე. წ. „ბინძური რეალიზმის“ (ინგლ. Dirty Realism) მიმდინარეობის წარმომადგენელი.

ბუკოვსკის წერის მანერაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მისი ქალაქის, ლოს-ანჯელესის, სოციალურმა, კულტურულმა და ეკონომიკურმა პირობებმა. მის ნაწარმოებებში აღწერილია ხელმოკლე ამერიკელების ყოველდღიური ცხოვრება, ალკოჰოლი, ურთიერთობა ქალებთან, ყოველდღიური სამსახურეობრივი რუტინა. ბუკოვსკის დაწერილი აქვს ათასობით ლექსი, ასობით მოთხრობა და ექვსი რომანი, რომლებიც ერთობლივად ექვს წიგნად არის გამოცემული.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი და ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარლზ ბუკოვსკი (დაბადებით ჰაინრიხ კარლ ბუკოვსკი) გერმანიის ქალაქ ანდერნახში ჰაინრიხისა და კატარინა ბუკოვსკების ოჯახშიდაიბადა. მისი ბაბუა მამის მხრიდან, ლეონარდი, 1880-იან წლებში გერმანიიდან ამერიკაში გადასახლდა. კლივლენდში ლეონარდი ემილი კრაუზეს შეხვდა, რომელიც თავის მხრივ დანციგიდან (ახლანდელი გდანსკი) იყო ემიგრირებული. მათ იქ ორწინეს და პასადენაში, კალიფორნია, დასახლდნენ. თავდაპირველად ლეონარდი ხელოსნად მუშაობდა, შემდგომში კი საკუთარი სამშენებლო კომპანია დააარსა. წყვილს ოთხი შვილი, მათ შორის ჩარლზ ბუკოვსკის მომავალი მამა, შეეძინა.[8][9]

ბუკოვსკის მშობლები ერთმანეთს ანდერნახში, გერმანია, შეხვდნენ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. პოეტის მამა აშშ-ის არმიის სერჟანტი იყო და გერმანიაში მსახურობდა ამ ქვეყნის 1918 წელს დამარცხების შემდეგ. მან და კატერინამ ჩარლზის დაბადებამდე ერთი თვით ადრე იქორწინეს, თუმცა თავად ჩარლზი ამტკიცებდა, რომ ის ქორწინებამდე დაიბადა. ჯარის შემდეგ, ჰენრიმ სამშენებლო კონტრაქტორად დაიწყო მუშაობა და ორი წლის შემდეგ პფაფენდორფში გადავიდა. თუმცა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და მაღალი ინფლაციის გამო, მალევე გადაწყვიტა ამერიკაში გადასახლება. 1923 წლის 23 აპრილს ისინი ბრემენჰავენიდან გემით ბალტიმორში, მერილენდი, გაემგზავრნენ, სადაც დასახლდნენ კიდეც.

ოჯახი 1930 წელს სამხრეთ ლოს-ანჯელესში დასახლდა. 1930-იან წლებში პოეტის მამა მეტწილად უმუშევარი იყო. მის ავტობიოგრაფიული ნაწარმოებში „ლორი შვრიაზე“ (Ham on Rye) ჩარლზ ბუკოვსკი წერს, რომ დედამისის მხარდაჭერით, მამა მასზე ხშირად ფიზიკურ და მორალურ ძალადობას ეწეოდა; უმცირესი დანაშაულისთვისაც კი სცემდა. ბავშვობაში ბუკოვსკი მორცხვი და სოციალურად გარიყული იყო, რასაც ხელს უწყობდა მოზარდობისას მწვავე აკნეს პრობლემაც. მეზობელი ბავშვები მას ხშირად დასცინოდნენ გერმანული აქცენტისა და ტანსაცმლის გამო.

ადრეული ყმაწვილობის პერიოდში, ბუკოვსკი მის უახლოეს მეგობარ უილიამ "ბოლდი" მულინექსთან ერთად ალკოჰოლს მიეძალა. ალკოჰოლი მას ცხოვრების პირობებთან შეგუების საშუალებას აძლევდა. ამ პერიოდს ბუკოვსკი ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში იხსენიებს, როგორც მისი ქრონიკული ალკოჰოლიზმის ჩანასახს. ლოს ანჯელესის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ბუკოვსკი ლოს-ანჯელესის საქალაქო კოლეჯში სწავლობდა ორი წელი, სადაც ხელოვნების, ჟურნალისტიკისა და ლიტერატურის კურსებს ეუფლებოდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას მან კოლეჯს თავი დაანება და ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც დროებით შავ მუშად მუშაობით ირჩენდა თავს.[10]

1944 წლის 22 ივლისს, ფილადელფიაში, ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ბუკოვსკი ჯარში გაწვევის თავის არიდების მიზეზით დააკავა. ციხეში მას 17 დღე მოუწია ყოფნა, რის შემდეგაც ის სამხედრო სამსახურში გაწვევის სავალდებულო ფიზიკური გამოცდისას ფსიქოლოგიური ტესტის ვერ ჩაბარების გამო გაშვებულ იქნა.

მწერლობის ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

24 წლის ასაკში ბუკოვსკის მოთხრობა "Aftermath of a Lengthy Rejection Slip" ჟურნალმა Story გამოაქვეყნა. ორი წლის შემდეგ, მისი მეორე მოთხრობა, "20 Tanks from Kasseldown", გამომცემლობამ Black Sun Press გამოაქვეყნა. ამის შემდეგ, ლიტერატურულ სამყაროში მოხვედრის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის გამო, ბუკოვსკი იმედგაცრუებული რჩება და წერას თითქმის ათი წლის განმავლობაში თავს ანებებს. ამ პერიოდს ის იხსენებს, როგორც "ათწლიან სიმთვრალეს". ეს "დაკარგული წლები" მისი გვიანდელი ნახევრად ავტობიოგრაფიული ქრონიკების საფუძველი ხდება. ამ ქრონიკებში ის საკუთარ გამოცდილებას მისი ალტერ ეგოს, ჰენრი ჩინასკის, სახელით გადმოსცემს. ამ პერიოდის განმავლობაში ის ჯერ ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, სადაც მცირე ხნით ერთ-ერთ ქარხანაში მუშად მუშაობს, შემდეგ კი ქალაქიდან ქალაქში გადადის დღიური სამუშაოს ძიებაში.

1955 წელს ის ტეხასის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ადგილობრივ პოეტზე, ბარბარა ფრაიზე, ქორწინდება. 1958 წელს ისინი განქორწინდნენ.  ამის შემდეგ, ბუკოვსკი ისევ იწყებს სმას და ლექსების წერას.[8]

ამ პერიოდში მცირე ტირაჟის ავანგარდულმა გამოცემამ Nomad, რომელსაც ენტონი ლინიკი და დონალდ ფაქტორი (მაქს ფაქტორის ვაჟი) გამოსცემდა, ბუკოვსკის ადრეული ნამუშევრები გამოქვეყნა. ჟურნალის პირველ ნომერში ბუკოვსკის ორი ლექსი დაიბეჭდა. ერთი წლის შემდეგ ამავე ჟურნალში დაიბეჭდა ბუკოვსკის ერთ-ერთი საუკეთესო ესსე - Manifesto: A Call for Own Critics.[11]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC
  4. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #11851735X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  5. http://www.nndb.com/people/132/000057958/
  6. https://www.nytimes.com/books/99/12/26/specials/bukowski.html
  7. http://www.verbicidemagazine.com/2012/02/09/more-notes-of-a-dirty-old-man-by-charles-bukowski/
  8. 8.0 8.1 ჩარლზ ბუკოვსკი (2009) ბარი მაილზი.
  9. ნეელი ჩერკოვსკი: ჩარლზ ბუკოვსკის ცხოვრება (გერმ.).
  10. იანგი, მოლი.
  11. დებრიტო (2013), გვ.90.