ბინძური რეალიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბინძური რეალიზმი (ინგლ. Dirty Realism) — ტერმინი, რომელიც პირველად ბილ ბაფორდმა გამოიყენა ჟურნალში "გრანტა" ჩრდილოეთ ამერიკული ლიტერატურული მიმდინარეობის განსასაზღვრავად. ლიტერატურული რეალიზმის ამ ქვეკატეგორიის მწერლები ყოველდღიური ცხოვრების წვრილმან დეტალებს ლაკონურად, შეულამაზებლად აღწერდნენ.[1] ეს ტერმინი "გრანტას" 1983 წლის ზაფხულის გამოცემის სატიტულო სათაური გახდა, რომლისთვისაც ბაფორდმა განმარტებითი წინასიტყვაობა დაწერა:

"ბინძური რეალიზმი ამერიკელ მწერალთა ახალი თაობის რომანია. ისინი წერენ თანამედროვე ცხოვრების ბანალობაზე - დეზერტირი ქმარი, გაუთხოვარი დედა, მანქანის ქურდი, ჯიბის ქურდბაცაცა, ნარკომანი - მაგრამ ისინი ამაზე წერენ შემაძრწუნებელი გულგრილობით, რასაც დროდადრო კომედიური ელფერი ეძლევა. ...ეს ნაწარმოებები ახალი ხმაა მწერლობაში."[2]

ხანდახან მოიხსენიება რა, როგორც ლიტერატურული მინიმალიზმი, ბინძური რეალიზმისთვის დამახასიათებელია სიტყვაძუნწობა და ზედაპირულობა. ამ ჟანრის მწერლები გაურბიან განსაზღვრებებს, მეტაფორებსა და შინაგან მონოლოგებს, ნაცვლად ამისა ისინი საგნებსა და კონტექსტს ანიჭებდნენ მნიშვნელობის კარნახის როლს.

ბაფორდის კატეგორიზაციის შემდეგ, ეს განსაზღვრება გაფართოვდა და მოიცვა მოძრაობის "ნათლიმამა" ჩარლზ ბუკოვსკი (1920-1994) და დანარჩენი მწერლები, რომლებიც "გრანტას" მე-8 გამოცემაში დაიბეჭდნენ, მათ შორის რეიმონდ კარვერი[3] (1938–1988), ტობიას ვოლფი (დ. 1945), რიჩარდ ფორდი (დ. 1944), ლარი ბრაუნი (1951–2004), ფრედერიკ ბართელმი (დ. 1943), კომარკ მაკართი (დ. 1933), პედრო ხუან გუტიერესი (დ. 1950), კარსონ მაკკულერსი (1917–1967), და ჯეინ ან ფილიპსი[4] (b. 1952). \თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ მწერლებს ეს ტერმინი თითქმის არასდროს აუღიარებიათ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "განსაზღვრება: ბინძური რეალიზმი". ონლაინ ლექსიკონის სერვისი ინგლისურად, ესპანურად, გერმანულად და სხვა ენებზე. 20 ივლისი 2008 წ.<http://dictionary.reverso.net/english-definitions/dirty%20realism>.
  2. ჟურნალი გრანტა, ზაფხული 1983
  3. [[მაიკლ ჰემინგსონი. ბინძური რეალიზმის დუეტი: ჩარლზ ბუკოვსკი და რეიმონდ კარვერი. კალიფორნია: ბორგო პრესი, 2008.
  4. ჯარვის, ბრაიან, "How Dirty is Jayne Anne Phillips?" Yearbook of English Studies, 2001 Annual.