შინაარსზე გადასვლა

ჩალაყვავილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩალაყვავილასებრნი)
ჩალაყვავილა
Butomus umbellatus
Butomus umbellatus
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Butomus (L. 1753)

ჩალაყვავილა (ლათ. Butomus) — მცენარეთა გვარი ჩალაყვავილისებრთა ოჯახისა. მოიცავს ორ სახეობას (Butomus umbellatus და Butomus junceus).[1][2] ერთ-ერთი სახეობა Butomus umbellatus მრავალწლოვანი ბალახია. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, ძირითადად ზომიერ სარტყელში, ჩრდილოეთ ამერიკაში შეტანილია. იზრდება ჭაობებში, ტბების, წყალსაცავებისა და მდორე მდინარეთა სანაპიროებზე, ბრინჯის ყანებში. საქართველოში გვხვდება ყველგან. ჩალაყვავილას ფესურა მდიდარია სახამებლით, შემწვარი იჭმება; მისგან იღებენ მოყვითალო-თეთრ სახამებლის ფქვილს. ფოთლებს იყენებენ ჭილობებისა და ჩანთების მოსაწნავად. ფესურა, თესლი და ფოთოლი ხალხურ მედიცინაში იხმარება ტკივილის დასაამებელ საშუალებად.

  1. Search results — The Plant List en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-19. ციტირების თარიღი: 2017-01-31
  2. Butomaceae in Flora of North America @ efloras.org. ციტირების თარიღი: 2017-01-31