ჩალაყვავილა
იერსახე
ჩალაყვავილა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Butomus umbellatus | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Butomus (L. 1753) | |||||||||||||
|
ჩალაყვავილა (ლათ. Butomus) — მცენარეთა გვარი ჩალაყვავილისებრთა ოჯახისა. მოიცავს ორ სახეობას (Butomus umbellatus და Butomus junceus).[1][2] ერთ-ერთი სახეობა Butomus umbellatus მრავალწლოვანი ბალახია. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, ძირითადად ზომიერ სარტყელში, ჩრდილოეთ ამერიკაში შეტანილია. იზრდება ჭაობებში, ტბების, წყალსაცავებისა და მდორე მდინარეთა სანაპიროებზე, ბრინჯის ყანებში. საქართველოში გვხვდება ყველგან. ჩალაყვავილას ფესურა მდიდარია სახამებლით, შემწვარი იჭმება; მისგან იღებენ მოყვითალო-თეთრ სახამებლის ფქვილს. ფოთლებს იყენებენ ჭილობებისა და ჩანთების მოსაწნავად. ფესურა, თესლი და ფოთოლი ხალხურ მედიცინაში იხმარება ტკივილის დასაამებელ საშუალებად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 76.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Search results — The Plant List en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-19. ციტირების თარიღი: 2017-01-31
- ↑ Butomaceae in Flora of North America @ efloras.org. ციტირების თარიღი: 2017-01-31