შინაარსზე გადასვლა

შუმარიცეს მემორიალური პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

შუმარიცეს მემორიალური პარკი
სერბ. Спомен-парк Крагујевачки октобар
მდებარეობა
44°01′12″ ჩ. გ. 20°54′00″ ა. გ. / 44.02000° ჩ. გ. 20.90000° ა. გ. / 44.02000; 20.90000
ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
რაიონი შუმადის ოლქი
ქალაქი კრაგუევაცი
ისტორიული რაიონი შუმარიცე
ძირითადი ინფორმაცია
დაარსების წელი 1953
ტიპი მემორიალური პარკი, ისტორიული ღირსშესანიშნაობა
ფართობი 350
არქიტექტორი სმილიან კლაიჩი, მიხაილ მიტროვიჩი, რადივოი ტომიჩი
spomenpark.rs
შუმარიცეს მემორიალური პარკი — მსოფლიო
შუმარიცეს მემორიალური პარკი

შუმარიცეს მემორიალური პარკი, ასევე ცნობილი როგორც მემორიალური პარკი "Kragujevac October" ( სერბ. Спомен-парк Крагујевачки октобар ) — მდებარეობს ბელგრადიდან დაახლოებით 150 კილომეტრში. 1941 წლის 21 ოქტომბერს მეორე მსოფლიო ომის დროს კრაგუევაცის დაახლოებით 2800 კაცი და ბიჭი დახვრიტეს გერმანელებმა. დაღუპულთა შორის იყო ასობით საშუალო სკოლის მოსწავლე. ხოცვა-ჟლეტის ადგილზე მდებარეობს 21 ოქტომბრის მუზეუმი, რომელიც დააპროექტა არქიტექტორმა ივან ანტიჩმა.

შუმარიცეს მემორიალური პარკი კრაგუევაცში შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის დროს დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ.

1963 წელს გაიხსნა შუმარიცეს მემორიალური პარკის ბიბლიოთეკა, ხოლო 1964 წელს ამოქმედდა გამომცემლობა. [1] [2]

1971 წელს შუმარიცეს მემორიალური პარკის ტერიტორიაზე დახვრეტილი სტუდენტებისა და მასწავლებლების ძეგლთან მოეწყო „სკოლის დიდი საათი.“ ეს ღონისძიება ყოველწლიურ მოვლენად იქცა. [1]

1976 წლის 15 თებერვალს შუმარიცის მემორიალურ პარკში 21 ოქტომბრის მუზეუმი გაიხსნა.[1] [3]

1979 წლის 27 დეკემბერს მემორიალური პარკი სერბეთის კულტურულ მემკვიდრეობად იქნა აღიარებული ( სერბ. Културно добро од изузетног значаја ) . 2021 წელს მემორიალურ პარკს მიენიჭა კარაგეორგეს ვარსკვლავის III ხარისხის ორდენი (სერბ. Карађорђеве звезда трећег степена ). [1]

2002 წელს მემორიალურ პარკში საფუძველი ჩაეყარა კრაგუევაცის ახალმოწამეთა ტაძარს-სამლოცველოს. მშენებლობა დასრულდა 2006 წელს. [1]

კრაგუევაცის ტრაგედია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წლის ოქტომბერში კრაგუევაცში დატრიალებული მასობრივი სიკვდილით დასჯა იყო გერმანული ვერმახტის უდიდესი დანაშაული მეორე მსოფლიო ომის დროს. [4]

გერმანელი დამპყრობლების მიერ ოკუპირებულ სერბეთში მოქმედებდნენ ადგილობრივი ანტიფაშისტური პარტიზანული ჯგუფები. [5] [6] [4] წინააღმდეგობის მონაწილეთა ( პარტიზანული რაზმები და ჩეტნიკები ) ერთობლივი მოქმედების შედეგად დასავლეთ სერბეთის ტერიტორიაზე აჯანყება მოხდა და ჩამოყალიბდა უჟიცის რესპუბლიკა. [4]

1941 წლის აგვისტოში გაჩნდა წინააღმდეგობის პირველი ნიშნები ქალაქ კრაგუევაცსა და მის შემოგარენში. [4] 1941 წლის 10 ოქტომბერს გენერალმა ფრანც ბოჰმემ, სერბეთში გერმანული ჯარების მეთაურმა, გასცა ბრძანება მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტის შესახებ: 100 ადამიანი თითოეულ მოკლულ გერმანელ ჯარისკაცზე, 50 —თითოეულ დაჭრილზე. [4]

1941 წლის 16 ოქტომბერს კრაგუევაცი-გორნი მილანოვაცის გზაზე ჩეტნიკებთან და პარტიზანებთან ბრძოლაში დაიღუპა 10 გერმანელი ჯარისკაცი და დაიჭრა 26. [4] ამის შემდეგ, უკვე 18 ოქტომბერს დაიწყო მშვიდობიანი მოქალაქეების პირველი დაპატიმრებები და სიკვდილით დასჯა. 1941 წლის 18-დან 21 ოქტომბრამდე, დაახლოებით 7000 ადამიანი დაიღუპა, მათგან 2792-ზე მეტი მოკლეს 21 ოქტომბერს კრაგუევაცში. ეს იყო ყველაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა, რომელიც 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა. [7] 21 ოქტომბერს დაღუპულთა შორის იყო 270 [8] ბავშვი და მოზარდი, [9] [10] მათგან უმცროსი 11 წლის იყო. [8] [11]სიკვდილით დასჯის ადგილიდან გაქცევა მხოლოდ 38-მა ადამიანმა შეძლო. [12]

1944 წლის 21 ოქტომბერს კრაგუევაცი გაათავისუფლეს ფაშისტური დამპყრობლებისგან. [13]

დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეების სიები განთავსებულია შუმარიცეს მემორიალური პარკის ვებგვერდზე www.spomenpark.rs.

მემორიალური პარკის ძეგლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუმარიცეს მემორიალური პარკის შექმნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1953 წლის 9 აგვისტოს ბელგრადში.

სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ შუმარიცეს მთელი სივრცე გადაკეთდა მემორიალურ პარკად, სადაც მდებარეობს სულ თორმეტი მონუმენტური ძეგლი.

1954 წელს ჩატარდა პროექტების კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვა ბელგოროდელი არქიტექტორების მიხაილო მიტროვიჩის და რადივოი ტომიჩის და ლანდშაფტის არქიტექტორის სმილიან კლაიჩის პროექტმა. 1955 წელს დაიწყო მემორიალური პარკის მშენებლობა.

მემორიალური პარკის ფართობი 350 ჰექტარს შეადგენს. პარკის ძირითადი ელემენტებია მასობრივი საფლავები, რომლებიც ერთმანეთს უკავსირდება 7-კილომეტრიანი რკალისებრი გზით. [14] [15] მოეწყო გამწვანებული სივრცეები და გაფორმების შემდეგ მიიღო ტყე-პარკის სახე.

პარკში 1941 წლის ოქტომბერში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი 30 მასობრივი საფლავი და ძეგლია. 1941 წლის 21 ოქტომბერს დახვრეტილი ადამიანები დაკრძალეს 29 მასობრივ საფლავში. კიდევ ერთი საფლავი მდებარეობს მემორიალური პარკის გარეთ, სოფელ ცენტრალურ რადიონიცაში ( სერბ. Централна радионица ), სადაც განისვენებენ 1941 წლის 20 ოქტომბერს მოკლული სერბები და ებრაელები.

მემორიალური პარკის ძეგლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტკივილისა და დაუმორჩილებლობის ძეგლი, 1959 წ.
მემორიალი ეძღვნება პარტიზანი სტუდენტის ნადია ნაუმოვიჩის ხსოვნას (სერბ. Nada Naumović / Nada Naumović; 1922 წლის 22 აპრილი, კრაგუევაცი — 1941 წლის 21 ოქტომბერი, შუმარიცე). 1951 წლის 20 დეკემბერს ნადია ნაუმოვიჩს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა იუგოსლავიის სახალხო გმირის წოდება.
შეწყვეტილი ფრენა, 1963 წ.
მემორიალი მოკლული სტუდენტებისა და მასწავლებლების მასობრივი საფლავის ადგილზე დაიდგა და იქცა ქალაქის სიმბოლოდ.
წინააღმდეგობისა და თავისუფლების ძეგლი 1966 წ.
დაახლოებით 12 მეტრის სიმაღლის ძეგლი — ბრინჯაოს ქანდაკება და ბეტონის ობელისკი.

ბრინჯაოს ქანდაკებაზე გამოსახულია ადამიანი, რომელიც აქ მოკლული ადამიანების სიმბოლოა. ობელისკის ზედა ნაწილი წააგავს ლათინურ ასოს "V", რაც ნიშნავს სიცოცხლის გამარჯვებას სიკვდილზე.

მოქანდაკე ანტე გრჟეტიჩი (სერბ. Ante Grzheti)

ბროლის ყვავილის მონუმენტი, 1968 წ.
ძეგლი ეძღვნება 12-დან 15 წლამდე თხუთმეტ ბოშა ფეხსაცმლის მწმენდავ ბიჭს, რომლებიც დახვრიტეს მოზრდილთა ჯგუფთან ერთად. ყვავილის აყვავებული კვირტი და მისი თეთრი ფერი ახალგაზრდების სიწმინდესა და უმანკოებაზე მიუთითებს.

მოქანდაკე ნებოიშა დელია (სერბ. Nebojsa Deja).

ქვის სტეკების ძეგლი, 1970 წ.
ძეგლი ორ მასობრივ საფლავს აერთიანებს.

სკულპტორები გრადიმირ ბოსნიჩი (სერბ. .Градимир Боснић) და ელიცა ბოსნიჩი (სერბ. Јелица Боснић).

თავისუფლების მარადიული ცეცხლის ძეგლი, 1978 წ.
ძეგლი "თავისუფლების მარადიული ცეცხლი", 1978 წ.

მარადიულ ცეცხლი დაანთო იუგოსლავიის პრეზიდენტმა იოსიპ ბროზ ტიტომ (სერბ. Josip Broz Tito) ცეცხლი ორი თვე ენთო. შემდეგ პერიოდულად ანთებდნენ, მოგვიანებით კი მთლიანად ჩააქრეს. 2011 წლის 21 ოქტომბერს ცეცხლი კვლავ დაანთეს.

მოქანდაკე დრაგან ბორჯევიჩი (სერბ. . Dragan Ђorђeviћ)

სკულპტურა „ადამიანი ილუზიების გარეშე“, 1979 წ.
ბრინჯაოს ქანდაკება მდებარეობს გაზონზე 21 ოქტომბრის მუზეუმის მახლობლად.

მოქანდაკე იოვან სოლდატოვიჩი (სერბ. Jovan Soldatoviě).

სკულპტურა „სუდიცები“, 1979 წ.
სლავური მითოლოგიის თანახმად, სამი ქალი სუჟენიცა (სუდიცა) განსაზღვრავენ ბავშვის ბედს დაბადებისას: ახალგაზრდა სუდიცას გოგონებისთვის წარმატება მოჰქონდა, ხოლო მოხუცები უბედურებას უწინასწარმეტყველებდნენ.

ქანდაკება მუზეუმის შენობის წინ მემორიალური კომპლექსის დასაწყისშივე მდებარეობს.

მოქანდაკე იოვან სოლდატოვიჩი (სერბ. . Jovan Soldatoviě).

ძეგლი "ასი ერთისთვის" 1980 წ.
გენერალ ფრანც ბოჰმეს დანაშაულებრივი ბრძანება მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტაზე 100-დან 1-ის თანაფარდობით (ვერმახტის ყოველ მოკლულ ჯარისკაცზე 100 მშვიდობიანი მოქალაქის დახვრეტა) საფუძველად დაედო ბრინჯაოს ძეგლის „ასი ერთისთვის“ შექმნის იდეას. სასიკვდილო ტანჯვაში ერთმანეთში ირევა ტკივილით სავსე ადამიანის სხეულები. მათი კონტურები თანდათან ქრება და გადაიქცევა ხის გვირგვინად, რომელიც განასახიერებს სიცოცხლეს.

მოქანდაკე ნანდორ გლიდი (სერბ. Nandor Glid)

ხორვატი ხალხის ძეგლი, 1981 წ.
უძველესი დროიდან წრე ითვლებოდა სრულყოფილებისა და მთლიანობის სიმბოლოდ. ძეგლი შედგება 7 დეფორმირებული წრისგან. ეს ფოლადის დისკები მიუთითებს იმაზე, რომ სიცოცხლის სრულყოფილების იდეა შეიძლება დაირღვეს ერთი დანაშაულით, რომელიც ჩადენილი იყო ამ ადგილას.

მოქანდაკე ვოინ ბაკიჩი (სერბ. Voјin Bakiћ; 6 მაისი, 191518 დეკემბერი, 1992), არქიტექტორები იოსიპი (სერბ. Josip Saјsl) და სილვია საისლი (სერბ. Silvana Saјsl).

ძეგლი ბოროტების  წინააღმდეგ, 1991
ძეგლი "ბოროტების წინააღმდეგ", 1991 წ.

ძეგლი მაიას სტილშია გაფორმებული. მაგრამ მისი თემა ქრისტიანულია.  განკითხვის ჟამის განშტოებული რელიეფური სიმბოლოები უბიძგებს პიროვნებას იფიქროს მოსალოდნელ ჯილდოზე ან სასჯელზე საკუთარი საქციელისთვის.

მოქანდაკე მიგელ რომო (სერბ. Miguel Romo).

მეგობრობის ძეგლი 1991 წ.
მეგობრობის ძეგლი (სერბ. Споменик пријатељства, 1994)

სკულპტორი ანტუნ სტოიკუ (სერბ. Antun Stojkua).

21 ოქტომბრის მუზეუმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის გაიხსნა 1976 წლის 15 თებერვალს.

მუზეუმის შენობა მდებარეობს მემორიალური კომპლექსის შესასვლელში.

არქიტექტორები ივან ანტიჩი ( სერბ. Иван Антић ; დ. 12 მარტი,1923, ბელგრადი — გ. 25 ნოემბერი, 2005, ბელგრადი) და ივანკა რასპოპოვიჩი ( სერბ. Иванка Распоповић ; დ. 1930, ბელგრადი — გ. 6 აგვისტო, 2015).

შენობა სრულად ჯდება მემორიალური კომპლექსის ზოგად კონცეფციაში. აგებულია წითელი აგურით, რომელიც დაღვრილი სისხლის სიმბოლოს წარმოადგენს. ნაგებობას ჯვრის ფორმა აქვს, რაც თავმდაბლობასა და ტანჯვასთან ასოცირდება. სხვადასხვა სიმაღლის 33 კოშკი დაკავშირებულია მასობრივ საფლავებთან, რომლებიც მდებარეობს როგორც კომპლექსის შიგნით, ასევე მის გარეთ. კოშკებს არ აქვთ ფანჯრები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გამოსავალი არ არის და არ არსებობს ხსნის იმედი. [1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 О нама – Спомен парк Крагујевачки октобар. ციტირების თარიღი: 2023-05-13
  2. Издавачка делатност – Спомен парк Крагујевачки октобар. ციტირების თარიღი: 2023-05-15
  3. Вучић уручио одликовања поводом Видовдана. ციტირების თარიღი: 2023-05-13
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Крагујевачка трагедија – Спомен парк Крагујевачки октобар. ციტირების თარიღი: 2023-05-13
  5. Мемориальный парк Шумарице - Крагуевац. ციტირების თარიღი: 2023-05-13
  6. 4tourism.ru | Мемориальный парк Шумарице. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-13. ციტირების თარიღი: 2023-05-13
  7. Deutscher Vernichtungskrieg auf dem Balkan, 18.09.2011 (Friedensratschlag). ციტირების თარიღი: 2023-05-13
  8. 8.0 8.1 Николић: Шумарице опомена свима, народ не стоји иза зликоваца. ციტირების თარიღი: 2023-05-29
  9. Šumarice Memorial Park – Kragujevac, Serbia - Atlas Obscura. ციტირების თარიღი: 2023-05-13
  10. Выставка "Крагуевацкая трагедия в 1941 году". ციტირების თარიღი: 2023-05-13
  11. Lebac sutra nemojte poslati - Šumarice, 21. oktobar 1941. – 21. oktobar 2011. - Nedeljnik Vreme. ციტირების თარიღი: 2023-05-29
  12. Споменици културе у Србији. ციტირების თარიღი: 2023-05-13
  13. В сербском городе Крагуевац почтили память жертв кровавого октября 1941 года | Общество | Селдон Новости. ციტირების თარიღი: 2023-05-29
  14. Мемориальный парк „Крагуевацкий октябрь“ - Serbia-touroperator.
  15. Споменици у Меморијалном простору – Спомен парк Крагујевачки октобар. ციტირების თარიღი: 2023-05-13