შოთა ქელდიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

შოთა ქელდიშვილი (დ. 1 ივლისი, 1980, თბილისი)— ქართველი სპორტსმენი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოთა ქელდიშვილი დაიბადა თბილისში 1980 წლის 1 ივლისს. 1997 წელს დაამთავრა მე-40 საჯარო სკოლა. 1997-2003 წლებში წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია (მწვრთნელთა ფაკულტეტი).

2001-2013 წლებში დაამყარა 27 მსოფლიო რეკორდი: 3; 5; 6; 7; 7,5; 8; 9 და 10 კილოგრამიანი ჰანტელებით, ასევე ესპანდერებით და აზიდვის დისციპლინაში. ასპარეზობები გამართა საქართველოში, თურქეთსა და უკრაინაში (თბილისი, სტამბოლი, კიევი და ლუცკი.) 2008 წელს დააარსა სპორტული კლუბი „რეკორდი“ (Sport Club Record) და არის დღემდე თავმჯდომარე. გამოავლინა მრავალი ნიჭიერი ახალგაზდა. 2012 წელს მიწვეული იყო სხვადასხვა გინესის მსოფლიო რეკორდების შოუებზე როგორც პიარ მენეჯერი, „კაცი მაგნიტის“ - ეიტიბარ ელჩიევის (იტალია, გერმანია, ჩინეთი) საიდანაც დაბრუნდნენ გინესის მედლებით.

1990-1998 წლებში ვარჯიშობდა თავისუფალ ჭიდაობაში. არის სხვადასხვა ტურნირის ჩემპიონი და პრიზიორი. 1999-2001 წლებში სავალდებულო სამსახური გაიარა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. 2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ გია გულუას სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების სამმართველოს საბრძოლო განყოფილებაში. 2004 წელს მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოში. 2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა I სამმართველოში. 2009-2010 წლებში მუშაობდა მე-40 საჯაროს სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგად. 2010-2011 წლებში კი 172-ე საჯაროს სკოლის სპორტის მასწავლებლად. 2012 წლიდან დღემდე მუშაობს კომპანია „ჰუალინგში“, რომელიც არის მისი მხარდამჭერი სპორტულ კარიერაში.