გია გულუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გია გულუა
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 20 თებერვალი, 1956
დაბადების ადგილი ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 აპრილი, 1994 (38 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
კუთვნილება საქართველოს დროშა საქართველო
წოდება გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები აფხაზეთის ომი
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გიორგი (გია) აბიბოს ძე გულუა (დ. 20 თებერვალი, 1956, ზუგდიდი — გ. 20 აპრილი, 1994, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ომის მონაწილე. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი (1994).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1956 წლის 20 თებერვალს ზუგდიდში. დაამთავრა ხარკოვის სახანძრო ტექნიკური სასწავლებელი 1976 წელს; 1986 წელს — სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. 1992 წლის იანვრიდან — შსს-ის თბილისის სამმართველოს უფროსი. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში (1992-1993). 1992 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 4 დეკემბრიდან იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი.[1] 1994 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

1994 წლის 20 აპრილს, გია გულუა ორ თანმხლებ პირთან ერთად, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, საკუთარ სახლთან რამდენიმე შეირაღებულმა პირმა ჩაცხრილეს.[2][3]

დარჩა მეუღლე — ნუცა და ორი ვაჟი: სანდრო და დავითი.

თბილისში, კერძოდ, კრწანისის რაიონში ერთ-ერთი ქუჩა გია გულუას სახელს ატარებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გია გულუა. Iverieli. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2019.
  2. გია გულუას მკვლელობა. Experti.ge (აპრილი, 1994). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-27. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2019.
  3. „მხედრიონი“ — ბოროტების მხედრობა. „საქართველოს რესპუბლიკა“. ქართული პრესის ელექტრონული არქივი. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2019.[მკვდარი ბმული]