ლატიფ საფაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლატიფ საფაროვი აზერ. Lətif Səfərov
მშობლიური სახელი აზერ. Lətif Bəşir oğlu Səfərov
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი, 1920
შუშა, აზერბაიჯანის სსრ
გარდაცვალების თარიღი 9 დეკემბერი, 1963 (43 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა
ეროვნება აზერბაიჯანელი
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი
მეუღლე(ები) 1-ლი: ფაინა ნიკოლაევნა; მე-2: შოვქათ ალექპეროვა
შვილ(ებ)ი 3 შვილი (ორი პირველი ქორწინებიდან; ერთი მეორე ქორწინებიდან)

ლატიფ საფაროვი (აზერ. Lətif Bəşir oğlu Səfərov; 30 სექტემბერი, 19209 დეკემბერი, 1963) — აზერბაიჯანელი რეჟისორი, სცენარისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლატიფ საფაროვი დაიბადა შუშაში 1920 წლის 30 სექტემბერს. 1931 წელს ჩაირიცხა განჯის პედაგოგიურ კოლეჯში. სკოლის დამთავრების შემდეგ ბაქოში ჩადის, სადაც მუშაობდა დუბლირების განყოფილებაში მსახიობად, შემდეგ კი რეჟისორის ასისტენტად.

1940 წელს ლატიფ საფაროვი ჩაირიცხა მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო განყოფილებაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ სწავლას ხელი შეუშალა და დროებით იძულებული გახდა შეეწყვიტა. 1941-1946 წლებში მუშაობდა ბარდაში მასწავლებლად. 1946 წელს დაბრუნდა მოსკოვში და განაგრძო განათლების მიღება.

1950-იანი წლების დასაწყისში მან რამდენიმე დოკუმენტური ფილმის დამდგმელი რეჟისორი იყო.

1955 წელს საფაროვმა გადაიღო თავისი პირველი ფილმი „ბახტიარი“. მთავარ როლზე ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერალი რაშიდ ბეჰბუდოვი იყო მიწვეული[1].

1957 წელს საფაროვმა გადაიღო მხატვრული ფილმი მცხუნვარე მზის ქვეშ“ ჰასან სეიდბეილის ნაწარმოების „სოფლის ექიმის“ მიხედვით[2].

1958 წელს გადაიღო კინონარკვევი „ბაქო და ბაქოს ხალხი“[3].

1961 წელს გადაიღო ფილმი „ლეილი და მეჯნუნი“[4].

1958 წელს დააფუძნა აზერბაიჯანის სსრ-ს კინემატოგრაფისტთა კავშირი. ამავე წელს აირჩიეს კავშირის პირველ მდივნად. 1963 წელს მოხსნეს აზერბაიჯანის კინემატოგრაფისტთა კავშირის სამდივნოდან[5].

1963 წლის 9 დეკემბერს ლატიფ საფაროვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა[6].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლატიფ საფაროვი ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი იყო რუსი ქალი, სახელად ფაინა ნიკოლაევნა, რომელთან ერთადაც ერთ კურსზე სწავლობდნენ. ამ ქორწინებიდან რეჟისორს ორი შვილი შეეძინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფაინამ მიატოვა იგი და შვილებთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა[7].

1955 წელს ლატიფ საფაროვმა გაიცნო ცნობილი მომღერალი შოვქათ ალექპეროვა, რომელიც გადასაღებ მოედანზე გაიცნო და მასთან შექმნა ოჯახი. ამ ქორწინებიდან მათ შეეძინათ შვილი, სახელად ბაშირი[7].

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სევილი (ფილმი, 1929)
  • აზერბაიჯანელი მესაზღვრეები (ფილმი, 1951 წ.)
  • ბაქო და ბაქოს ხალხი (ფილმი, 1957)
  • ხალხი ბაქოდან (ფილმი, 1938)
  • ნაყოფიერი მიწა (ფილმი, 1954)
  • ბახტიარი (ფილმი, 1955)
  • უპასუხე ზარს (ფილმი, 1947 წ.)
  • გადაბაის ბედი (ფილმი, 1950)
  • ახალგაზრდა ლენინისტები (ფილმი, 1951)
  • გილანის ქალიშვილი (ფილმი, 1928)
  • მეოცე გაზაფხული (ფილმი, 1940)
  • გლეხები (ფილმი, 1939)
  • ოქროს ბუჩქი (ფილმი, 1930)
  • მცხუნვარე მზის ქვეშ (ფილმი, 1957)
  • გუბის ბაღებში (ფილმი, 1953 წ.)
  • ლეილი და მეჯნუნი (ფილმი, 1961)
  • ლატიფი (ფილმი, 1930)
  • მოწესრიგებული აზერბაიჯანი (ფილმი, 1938)
  • აღმოსავლეთისკენ (ფილმი, 1930)
  • ახალი ცხოვრების მშენებლები (ფილმი, 1949)
  • ახალი ჰორიზონტები (ფილმი, 1940)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. “BƏXTİYAR” FİLMİ /LƏTİF SƏFƏROVUN 100 İLLİYİ/ RUBRİKASINDA -აზერბაიჯანის კინემატოგრაფთა კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი
  2. “QIZMAR GÜNƏŞ ALTINDA” FİLMİ /LƏTİF SƏFƏROVUN 100 İLLİYİ/ RUBRİKASINDA - აზერბაიჯანის კინემატოგრაფთა კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი
  3. “BAKI VƏ BAKILILAR” FİLMİ /LƏTİF SƏFƏROVUN 100 İLLİYİ/ RUBRİKASINDA - აზერბაიჯანის კინემატოგრაფთა კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი
  4. “LEYLİ VƏ MƏCNUN” FİLMİ /LƏTİF SƏFƏROVUN 100 İLLİYİ/ RUBRİKASINDA - აზერბაიჯანის კინემატოგრაფთა კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი
  5. LƏTİF SƏFƏROV: FİLMLƏRİ VƏ ŞƏXSİYYƏTİ
  6. Görünməmiş xəstəlik tapdı, xanımına yaxın dura bilmədi, içkiyə görə ittifaqdan qovuldu
  7. 7.0 7.1 Şövkət Ələkbərovanın ov tüfəngi ilə intihar edən həyat yoldaşı – Lətif Səfərovdan 10 maraqlı fakt