შინაარსზე გადასვლა

შინგეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უძველესი ქსარები (გამაგრებული სოფლის ტიპი) უადანში, შინგეტში, ტიშიტსა და უალატაში

ცენტრალური მეჩეთი
სტატუსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები მავრიტანიის დროშა მავრიტანია | ქვეყნის დროშა2 | name = მავრიტანიის დროშა მავრიტანია | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv, v
რეგიონი აფრიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1996  (მე-20 სესია)
ნომერი 750
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 750
ინგლ.რუს.ფრ.

შინგეტი (არაბ. شنقيط) — ქალაქი და შუა საუკუნეების სავაჭრო ცენტრი ჩრდილოეთ მავრიტანიაში, ადრარის პლატოზე. ქალაქ ატარის აღმოსავლეთით.

დაარსდა XIII საუკუნეში, როგორც რამდენიმე ტრანს-საჰარული სავაჭორ გზის ცენტრი. დღეისათვის ეს პაწაწინა ქალაქი უამრავ მნახველს იზიდავს, რომლებსაც აღაფრთოვანებთ მისი არქიტექტურა, ეგზოტიკური ხედები და უძველესი ბიბლიოთეკები. ქალაქი სერიოზულადაა დაზიანებული უდაბნოს შემოჭრით. ქვიშის მაღალი დიუნები მის დასავლეთ საზღვარს შემოხაზავს, რამდენიმე სახლი კი უდაბნოს შეჭრის გამო მიტოვებულ იქნა.

ძველი ნაწილის ადგილობრივი საჰარული არქიტექტურა ხასიათდება წითელი ქვითა და ტალახის აგურის შენობებით, რომლებიც გამოირჩევიან პალმის ხისგან დამზადებული ბრტყელი სახურავებით. ძველი სახლების დიდ ნაწილს ხელით ნაკეთი კარი დამზადებულია უძველესი მასივის აკაციის ხისგან, რომელიც ამ ტერიტორიიდან დიდი ხანია გაქრა. ბევრ სახლს გააჩნია შიდა ეზო, რომლებიც ცენტრალური მეჩეთისკენ მიმავალი ვიწრო ქუჩების გასწვრივაა ჩამწკრივებული.

1996 წელს. ქალაქის ძველი ნაწილი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: