შინაარსზე გადასვლა

ბანკ-დ’არგენის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბანკ-დ’არგენის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა მავრიტანიის დროშა მავრიტანია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები ix, x
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 20°14′05″ ჩ. გ. 16°06′32″ დ. გ. / 20.23472° ჩ. გ. 16.10889° დ. გ. / 20.23472; -16.10889
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1989  (მე-13 სესია)
ნომერი 506
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 506
ინგლ.რუს.ფრ.

ბანკ-დ’არგენის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc National du Banc d'Arguin) — ეროვნული პარკი დასავლეთ აფრიკაში, მავრიტანიის დასავლეთ სანაპიროზე. 1989 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. წარმოადგენს გადამფრენი ფრინველების გამრავლების უმთავრეს ადგილს. მათი სახეობათა ფართო სპექტრი მოიცავს ფლამინგოებს, ქვიშის სალამურას (Limicola falcinellus), ვარხვისებრებს და ა. შ. მათი გამრავლების ძირითადი არეალი ქვიშის სანაპირო და ოკეანეში მდებარე რამდენიმე კუნძულია. მიმდებარე წყლები თევზით ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს დასავლეთ აფრიკაში.

ბანკ-დ'არგენის ეროვნული პარკი ბუნებრივი ნაკრძალია, რომელიც შეიქმნა ბუნებრივი რესურსებისა და თევზის სარეწების დაცვის მიზნით, რასაც დიდი წვლილი შექავს მავრიტანიის ეკონომიკაში, ისევე როგორც მეცნიერებაში. ამავე დროს, წარმოადგენს რეკრეაციის მნიშვნელოვან ზონას. ვრცელ, სანაპირო ვეთლენდებს ყოველწლიურად თავს აფარებს 2 მილიონამდე წინტალასებრი ჩრდილოეთ ევროპიდან, გრენლანდიიდან და ციმბირიდან. რეგიონის რბილი კლიმატი და ადამიანებისგან დაუსახლეობლობა პარკს ამ სახეობებისთვის მოსფლიოში უმნიშვნელოვანეს არეალად აქცევს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]