ჰიმალაიური კედარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰიმალაიური კედარი
Cedrus deodara Himalajazeder.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ფიჭვისებრნი
გვარი:  კედარი
ლათინური სახელი
Cedrus deodara
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 42304

ჰიმალაიური კედარი (Cedrus deodara) — 50 მეტრი სიმაღლის კენწეროგადახრილი მცენარეა. მის სამშობლოდ ითვლება ჰიმალაის მთები. ხარობს ზღვის დონიდან 1050–3600 მეტრზე. საბჭოთა კავშირში პირველად შემოიტანეს 1842 წელს, ნიკიტის ბოტანიკურ ბაღში. გავრცელებულია ყირიმში, კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში და სხვ.

ჰიმალაიური კედარი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ინტენსიური ზრდით ხასიათდება. ასევე აღსანიშნავია, რომ არაიშვიათად გვხვდება ყველგან მისი წვერხმელი ეგზემპლარები. ჰიმალაიური კედარი დეკორატიულია, ძირითადად გამოიყენება ქალაქებისა და დასახლებული სოფლების გასამწვენებლად, პარკებში — სოლიტერად, ჯგუფური ნარგავების მოსაწყობად და ხეივნების გასაშენებლად. იტანს კრეჭას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]