მერაბ ანთაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანთაძე.
მერაბ ანთაძე
დაბ. თარიღი 4 აგვისტო, 1952 (1952-08-04) (67 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებლები
შვილები 3

მერაბ ანთაძე (დ. 4 აგვისტო, 1952, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვის რესპუბლიკაში 2014 წლის მაისის თვიდან დღემდე.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი; 1991–1997 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე; 1997–1998 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში წამყვან სპეციალისტად; 1998 წლიდან 2006 წლის ივლისამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2002 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2006 წლის 21 ივლისს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად კონფლიქტების მოგვარების საკითხებში; 2007 წლის ივლისიდან კვლავ დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 2007–2008 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში.[2] 2009 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 2 იანვრამდე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია „სუამში“.[3]

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ურთიერთობები საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის შორის. moldova.mfa.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 21 მარტი, 2019.
  2. დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია. Ukraine.mfa.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 21 მარტი, 2019.
  3. პრეზიდენტმა მოლდოვასა და საუდის არაბეთში ელჩები დანიშნა. Tabula.ge (25 თებერვალი, 2014). წაკითხვის თარიღი: 21 მარტი, 2019.