შემთხვევა ჭოტისწყლის ხიდზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„შემთხვევა ჭოტისწყლის ხიდზე“
An Occurrence at Owl Creek Bridge

ავტორი ამბროზ ბირსი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი მოკლე მოთხრობა
გამომცემელი The San Francisco Examiner
გამოცემის თარიღი 1890
ქართულად გამოიცა 2012
მედია ბეჭდური

შემთხვევა ჭოტისწყლის ხიდზე (ინგლ. An Occurrence at Owl Creek Bridge) 一 ამერიკელი მწერლისა და აშშ-ის სამოქალაქო ომის ვეტერანის, ამბროზ ბირსის 1890 წელს გამოქვეყნებული მოკლე მოთხრობა.[1] მოთხრობა, თავდაპირველად, სან-ფრანცისკოს ადგილობრივ გაზეთში - The San Francisco Examiner - გამოქვეყნდა, მომდევნო წელს კი ის ბირსის ერთიან მოთხრობების კრებულშიც აიკინძა. აღსანიშნავია, რომ ნოველა აღიარებულია, როგორც „ამერიკულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე ხშირად ანთოლოგიზირებადი ნაწარმოები“,[2] რის გამოც ის არაერთხელ ადაპტირებულა. ნაწარმოების სიუჟეტი ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ვითარდება, გამოირჩევა რა თავისი არათანმიმდევრული ქრონომეტრაჟითა და დამახასიათებელი „სიუჟეტური გადახვევებით“ (ე.წ. Plot Twist). მრავალი ლიტერატურათმცოდნე მიიჩნევს, რომ ბირსის მიერ დამკვიდრებული თხრობის ამგვარი მეთოდი - უცაბედად გადაინაცვლოს ერთი სიჟეტიდან მეორეზე მთავარი გმირის გონებაში ჩასაწვდომად - ცნობიერების ნაკადის ტექნიკის ერთ-ერთ პირველ მაგალითს წარმოადგენს.[3]

გამოცემა და პუბლიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემთხვევა ჭოტისწყლის ხიდზე პირველად გამოჩნდა სან-ფრანცისკოს ადგილობრივ გაზეთში, 1890 წლის 13 ივლისს, შემდგომში კი გაერთიანდა ბირსის კრებულში, სახელწოდებით - მოთხრობები ჯარისკაცებსა და მოქალაქეებზე (1891).

ერთ-ერთი თანამედროვე კრებულის რედაქტორმა მოთხრობა მოიხსენიეა, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ანთოლოგიზირებადი ნოველა ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში“.[2] ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტი მწერალი, კურტ ვონეგუტი მოთხრობაზე საუბრისას წერდა: „ყველას, ვისაც ბირსის ეს დიდი ამერიკული მოთხრობა არ აქვს წაკითხული, უკმეხად აღვიქვამ. ესაა ამერიკელი გენიოსის უნაკლო გამოვლინება, როგორიცაა დიუკ ელინგტონის „დახვეწილი ქალბატონი“ ან ბენჯამინ ფრანკლინის „ფრანკლინის ღუმელი““.[4]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეიტონ ფაქუაირი, ამერიკელი სამოქალაქო პირი, რომელიც, აგრეთვე, მდიდარი პლანტატორი და მონათმფლობელია, ემზადება სიკვდილით დასჯისთვის ალაბამას სარკინიგზო ხიდზე, ამერიკის სამოქალაქო ომის დროს 一 მას ეს-ესაა, რაც ჩამოხრჩობა მიესაჯა. ექვსი მილიტარისტი და ასეული ქვეითისგან შემდგარი ბრიგადა ხიდის მიდამოებს მიბჯენილან მის გასამაგრებლად და, აგრეთვე, დაკისრებული განაჩენის აღსასრულებლად. ამ დროს, პეიტონი ფიქრს საკუთარ ცოლ-შვილზე იწყებს, რის შემდეგაც მის ყურადღებას „ზარბაზნისმაგვარი ხმამაღალი ხმაური“ იქცევს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არაფერია, თუ არა მისი საათის წკარუნი. ის საკუთარ გონებაში განიხილავს ხიდიდან გადახტომისა და მდინარეში ნელა ჩაყვინთვის ვერსიას, რა თქმა უნდა, გადარჩენის მიზნით, თუკი ის შეკრული ხელების გათავისუფლებას შეძლებს, თუმცა მას თავად ჯარისკაცები ხიდიდან მანამ ჩამოაგდებენ, სანამ ის იდეით იმოქმედებს.

ამ დროს მოქმედება ინაცვლებს წარსულში, როცა პეიტონი და მისი მეუღლე სახლში ისვენებდნენ. უეცრად მათ სამხრეთულ აბჯარში გადაცმული ჯარისკაცი ესტუმრებათ, რომელიც ჭიშკართან მიდის და აკაკუნებს. ის სხვა არაფერს ითხოვს ოჯახისგან, თუ არა ერთ ჭიქა წყალს. სანამ პეიტონის მეუღლე წყლის მოსატანადაა წასული, პეიტონი ჯარისკაცთან ბაასს მართავს, რა დროსაც გაიგებს, რომ ჩრდილოელებმა სარკინიგზო ხიდი დაიკავეს და რეაბილიტაცია ჩაუტარეს. ჯარისკაცი, რეალურად, ჩრდილოეთელია და თავს სამხრეთელად წარმოაჩენს, რითაც ის ამცნობს პეიტონს ახლადდადგენილი წესდების შესახებ - ყოველი მოქალაქე თუ ჯარისკაცი, განურჩევლად ჩინისა, ვინც გაბედავს და ჩრდილოელების მიერ დაკავებულ ხიდს დააზიანებს, ჩამოხრჩობით დაისჯება. ფაქუაირი მახეში გაება, ის ხიდისთვის ცეცხლის წაკიდებას დააპირებს.

თხრობა კვლავ აწმყოში ინაცვლებს და ფაქუაირი მდინარეში ეშვება, მას შემდეგ, რაც კისერზე შემოჭერილი თოკის დაჭიმულობსგან წყდება. ის ხელებს იხსნის, მარყუჟს აშორებს და ზედაპირზე ამოდის, რათა გაქცევა სცადოს. ის ამ დროს საკმაოდ აღელვებულ მდგომარეობაშია, ჩაყვინთავს და ჩაცურავს ღრმად, მდინარის ფსკერისკენ, რათა მილიტარისტთაგან მომავალ ტყვიებს თავი ააცილოს. საბოლოოდ, ის ახერხებს საზღვრებს გარეთ გასვლას, გამოდის მდინარიდან, რათა ფეხით სახლამდე მიმავალი 30 მილი რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გაიაროს. ფარკუჰარი მთელი დღე დაიარება, ერთი შეხედვით, უსასრულო ტყეში და იმ ღამეს ეწყება ჰალუცინაციები, ხედავს უცნაურ თანავარსკვლავედებს და ყურში უცხო, გაუგებარ ენაზე წარმოთქმული ჩურჩულები ჩაესმის. ის წინ მიიწევს, ცოლ-შვილზე ფიქრით აღძრული, განსაცდელით გამოწვეული ტკივილის მიუხედავად. მეორე დილით, მას შემდეგ, რაც გამოღვიძების შემდეგ გზას განაგრძობს, ის საკუთარი სახლის ჭიშკართან აღმოჩნდება. მიიწევს ცოლისკენ, დააპირებს გადაეხვიოს საკუთარ მეუღლეს, მაგრამ სანამ ის ამას გააკეთებს, კისერში საზარელ ტკივილს იგრძნობს. მას ყურში კვლავ საშინელი ხმაური და ციმციმი ჩაესმის. თხრობა ისევ საწყის ფაზას უბრუნდება - აღმოჩნდა, რომ პეიტონ ფაქუაირი სრულებით არსად გაქცეულა. ის ხედავს ჯერ სინათლეს, შემდეგ კი კვლავ სიბნელით შემოიფარგლება, ხოლო თავად მოთხრობა კი ამ სიტყვებით მთავრდება:

„პეიტონ ფაქუაირი მკვდარი იყო; კისერგადატეხილი ეკიდა ჭოტისწყლის ხიდზე და ნელ-ნელა ირწეოდა“.

ანალიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამბროზ ბირსი

ნამდვილი ჭოტისწყლის ხიდი მდებარეობდა ტენესის შტატში, სადაც თავად ჯარისკაცმა ბირსმა სამ სიკვდილით დასჯას უხელმძღვანელა. ბირსმა ადგილმდებარეობა ტენესიდან ალაბამაში შეგნებულად შეცვალა, რადგან რეალურ ხიდზე რკინიგზა იმ მომენტში არ იყო გაყვანილი.[5]

ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენს ე.წ. “ღირსეული სიკვდილის“ კონცეფცია. სიუჟეტი ანახებს მკითხველს იმას, რომ „ღირსების“ პრინციპი არ არბილებს თავად მსხვერპლის შინაგან სიმწარეს. ფაქუაირი პროცესიის დასრულებით აკმაყოფილებს საზოგადოდ დამკვიდრებულ ცნების სისწორეს თავდადებული, ღირსელი სიკვდილის შესახებ, რასაც თავად გმირი არ ეთანხმება - ის ცდილობს (და აკეთებს), საკუთარი ყურადღება გარდაუვალი სიკვდილის მოლოდინში არ გალიოს და საკუთარ ოჯახზე იწყებს ფიქრს. ის, რასაც რეალობაში ვერ ახერხებს, მთელი გულითა და გონებით წარმოიდგენს 一 დააღწიოს თავი მარწუხებს და საკუთარ ცოლ-შვილს მიაშუროს, რითაც ქმნის რეალობის დამახინჯებას.[6]

ეს განცდა მთხრობლიდან მკითხველზეც ინაცვლებს. როგორც თავად მწერალმა ერთხელ თქვა, „მას სძაგს ზარმაცი მკითხველები, რომელთაც ნაწარმოების დეტალური ანალიზის უნარი არ გააჩნიათ“.[7] ფაქუაირი ფედერალური სკაუტის მიერ რჩება მოტყუებული - თავის მხრივ, სწრაფი მკითხველიც ავტორის მიერ დაგებულ ხაფანგში მოჰყვა, რომლითაც ის აიძულებს მათ, იფიქრონ ფაქუაირის ბედნიერი გაქცევისა და გადარჩენის შესახებ. ამის მაგივრად, მკითხველი პერსონაჟი მკითხველის დაფარული, ქვეცნობიერი სურვილის მომსწრე გახდება, რომელიც მწერლის მიერ კარგადაა ასახული.

გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუბიექტური დროის ხანგრძლივი სვლა, როგორიცაა ფაქუაირის წარმოსახვა სიკვდილით დასჯისას, რამდენიმე ავტორმა გამოიკვლია.[8] მის ადრეულ ლიტერატურულ წინამორბედად შეგვიძლია ტანის დინასტიაში მოღვაწე ლი გონგძუოს მოთხრობა - „ნანკეს გუბერნატორი“ - გამოვყოთ. აგრეთვე, შუა საუკუნეების კიდევ ერთი ნათელი ნიმუში არის ესპანელი მწერლის, დონ ხუან მანუელის ზღაპრების კრებული - „გრაფი ლუსიანორის შესახებ“.[9][10] ჩარლზ დიკენსის ესსე, სახელწოდებით „ვიზიტი ნიუგეიტში“, რომელშიც კაცი ოცნებობს, დააღწიოს თავი სასიკვდილო განაჩენს, სპეკულირებულია, როგორც სიუჟეტის შესაძლო ინსპირაციის წყარო.[11] ბირსის ისტორიამ კი, თავის მხრივ, გავლენა იქონია ისეთ ნაწარმოებებზე, როგორებიცაა ერნესტ ჰემინგუეის კილიმანჯაროს თოვლიანი მთა და უილიამ გოლდინგის რომანი ფინჩერ მარტინი.[5]

ბირსის ე.წ. „ცრუ თხრობის“ ტექნიკამ კარგად გაიდგა ფეხი ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში და მას შემდეგ ის არაერთ ცნობილ მწერალს გამოუყენებია, მათ შორის ჰერბერტ უელსს, ვლადიმერ ნაბოკოვს, ხორხე ლუის ბორხესს, უილიამ გოლდინგსა და ხულიო კორტასარს.

თანამედროვე კინემატოგრაფიაში გამოსარჩევია დევიდ ლინჩის გვიანდელი ფილმები, რომელთა უმრავლესობასაც კინოკრიტიკოსები სწორედ აღნიშნულ მოთხრობასთან აკავშირებენ, თუმცა ისინი, ასევე, ინტერპრეტირებულნი არიან, როგორც „მებიუსის ლენტის ისტორიები“.[12][13] მოთხრობამ დიდი გავლენა იქონია 1990 წლის ფილმის - იაკობის კიბე (1990) - შექმნაში, აგრეთვე, ბრიუს ჯოელ რუბინისთვის, შეექმნა ეპონიმური სახელწოდების ფილმი, რომელიც 1962 წელს გამოვიდა.[14][15] არანაკლებ შევხვდებით ნოველის გავლენას ტობიას ვულფის მოთხრობის - „ტყვია ტვინში“ - სიუჟეტში. მოთხრობის სათაურს იმეორებს ჯონ შირლის 1999 წლის მოთხრობა, რომელშიც მთავარ გმირად დეპრესიული დიასახლისი გვევლინება.

სიუჟეტმა გავლენა მოახდინა მუსიკაზეც. მაგალითად, მეთოთხმეტე ტრეკი Bressa Creeting Cake-ის 1997 წლის ალბომში სახელწოდებით "Peyton Farquhar". მძიმე მეტალის ჯგუფმა Deceased-მა გაიმეორა ნაწარმოების არსი სიმღერაში "The Hanging Soldier" 2000 წლის ალბომში - Supernatural Addiction. ადამ იანგმა იუწყა, რომ მისი მუსიკალური პროექტის - Owl City - სახელის შთაგონების წყაროს სწორედ აღნიშნული მოთხრობა წარმოადგენდა.[16] Doobie Brothers-ის სიმღერა "I Cheat The Hangman" შთაგონებული იყო მოთხრობის სიუჟეტით მისი კომპოზიტორის, პატრიკ სიმონსის მიხედვით.

ადაპტაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯაშუში (ასევე, ცნობილია როგორც ხიდი), ჩარლზ ვიდორის 1929 წელს გადაღებული მუნჯი ფილმი.
  • 2010 წელს მუსიკალურმა კოლექტივა Baby Bird, ჯონი დეპის რეჟისორობით, გადაიღო სიმღერის - “Unloveable” - მუსიკალური კლიპი, რომელიც მოთხრობის სიუჟეტში განვითარებულ მოვლენებს იმეორებს.
  • მოთხრობის სახელი ეწოდა ამერიკული სიტკომის - ამერიკელი მამიკო! – 2010 წლის ერთ-ერთ სერიას.
  • ჯონ ბონ ჯოვის მუსიკალურ კლიპში, სიმღერისთვის "Dyin' Ain't Much Of A Livin" , თემად გამოყენებული აქვს მოთხრობის ისტორია.
  • Owl Creek Bridge , რეჟისორ ჯონ გივა-ამუს 2008 წლის მოკლემეტრაჟიანი ფილმი .
  • ამ მტხრობაზეა დაფუძნებული 2013 წლის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გასასვლელი ოთახი“.[17]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Barrett, Gerald R. (1973). From Fiction to Film: An Occurrence at Owl Creek Bridge. Encino, CA: Dickenson Publishing. ISBN 978-0-822100-83-6.
  • Blume, Donald T. (2004). Ambrose Bierce's Civilians and Soldiers in Context: A Critical Study. Kent, OH: Kent State University Press. ISBN 0-87338-790-2.
  • Evans, Robert C. (2003). Ambrose Bierce's Occurrence at Owl Creek Bridge: An Annotated Critical Edition. West Cornwall, CT: Locust Hill Press. ISBN 978-0-972228-96-1.
  • Owens, David M. (1994). "Bierce and Biography: The Location of Owl Creek Bridge". American Literary Realism, 1870–1910 26(3), pp. 82–89. (Online edition hosted by the Ambrose Bierce Project)
  • Stoicheff, Peter. (1993). "'Something Uncanny': The Dream Structure in Ambrose Bierce's 'An Occurrence at Owl Creek Bridge'". Studies In Short Fiction, 30(3), 349–358.
  • Talley, Sharon. (2010). Ambrose Bierce and the Dance of Death. Knoxville, TN: University of Tennessee Press. ISBN 978-1-57233-690-2.
  • Yost, David. (2007). "Skins Before Reputations: Subversions of Masculinity in Ambrose Bierce and Stephen Crane". War, Literature & the Arts: An International Journal of the Humanities, 19(1/2), 247–260.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bierce, Ambrose (2012) „An Occurrence at Owl Creek Bridge“, An Occurrence at Owl Creek Bridge and Other Stories. Courier Corporation, გვ. 7ff. 
  2. 2.0 2.1 "An Occurrence at Owl Creek Bridge: Ambrose Bierce". in Joseph Palmisano, ed. Short Story Criticism, volume 72. Farmington Hills, MI: Thomson Gale, 2004, p. 2.
  3. Khanom, Afruza (Spring 2013). "Silence as Literary Device in Ambrose Bierce's 'The Occurrence at Owl Creek Bridge.' Teaching American Literature: A Journal of Theory and Practice. 6.1: 45–52.
  4. Vonnegut, Kurt (2005). "Do You Know What a Twerp Is?", A Man Without a Country, New York: Seven Stories Press, pp. 7–8.
  5. 5.0 5.1 Gale, Robert L. An Ambrose Bierce Companion. Westport, CT: Greenwood Press, 2001: 210. ISBN 9780313311307
  6. An Occurrence at Owl Creek Bridge Themes. ციტირების თარიღი: 2016-11-01
  7. Prattle, The San Francisco Argonaut, 22 June 1878, as quoted in F.J. Logan The Wry Seriousness of Owl Creek Bridge in: American Literary Realism, 10, No. 2 (Spring 1977), pp. 101–13.
  8. Ambrose Bierce's "An Occurrence at Owl Creek Bridge": an annotated critical edition. Robert C. Evans ed. 2003, Locust Hill Press, West Cornwall, CT. ISBN 0-9722289-6-9.
  9. Juan Manuel, Prince of Villena, Tales of Count Lucanor, https://archive.org/stream/countlucanororfi00juaniala/countlucanororfi00juaniala_djvu.txt
  10. This story was rewritten by Jorge Luis Borges in "The Wizard Postponed", in his book A Universal History of Infamy (1935).
  11. Tabachnick, Stephen. "A Possible Source for Ambrose Bierce's "An Occurrence at Owlcreek Bridge." ANQ: A Quarterly Journal of Short Articles, Notes, and Reviews. 26.1 (2013): 45–48. Print.
  12. Thain. ციტირების თარიღი: 13 February 2017
  13. Metaphilm ::: Reading Inland Empire. ციტირების თარიღი: 13 February 2017
  14. Bruce Joel Rubin, Jacob's Ladder, Applause Theatre & Cinema Books, 1990
  15. Hartl, John (1990-11-01). „Adrian Lyne Met A Metaphysical Challenge“. The Seattle Times. ციტირების თარიღი: 2010-02-06.
  16. Why I Call Myself Owl City. Adam Young Blog. ციტირების თარიღი: 2015-12-16
  17. The Exit Room. ციტირების თარიღი: 2014-05-04