ჰულაგუიანთა სახელმწიფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ილხანთა საყაენო)
ილხანი
ایلخانان

 

 

1256–1335

დროშა

{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
დედაქალაქი მერაგე
(1256–1265)
თავრიზი
(1265–1306)
სოლთანიე
(1306–1335)
ენები სპარსული
შუამონღოლური
რელიგია შამანიზმი და ბუდიზმი
(1256–1295)
ისლამი
(1295–1335)
მთავრობა მონარქია
ილხანი
 -  1256–1265 ჰულაგუ-ხანი
 -  1316–1335 აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი
საკანონმდებლო ხელისუფლება ყურულთაი
ისტორია
 -  შექმნა 1256
 -  გაუქმდა 1335
წინამორბედი
მემკვიდრე
მონღოლთა იმპერია
ხვარაზმი
აბასიანები
მუზაფარიდები
ქართების სახელმწიფო
ერეტნა
ჩობანიდები
ინჯუიდები
სერბედარები
ჯალაირიდის სასულთნო
მამლუქების სასულთნო
დღეს ამ ტერიტორიაზე ირანის დროშა ირანი
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
სომხეთის დროშა სომხეთი
ავღანეთის დროშა ავღანეთი
თურქეთის დროშა თურქეთი
თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
პაკისტანის დროშა პაკისტანი
ერაყის დროშა ერაყი
საქართველოს დროშა საქართველო
სირიის დროშა სირია
ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
რუსეთის დროშა რუსეთი

ჰულაგუიანთა სახელმწიფო იგივე ილხანთა საყაენოჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის, ჰულაგუს მიერ დაარსებული სახელმწიფო, რომელიც ჩამოყალიბდა მონღოლეთის იმპერიის დაშლის შედეგად და მოიცავდა ირანსა და აზერბაიჯანს, თანამედროვე ავღანეთისა და თურქმენეთის უდიდეს ნაწილს, ამიერკავკასიის უდიდეს ნაწილს, ერაყსა და მცირე აზიის აღმოსავლეთს (მდინარე ყიზილ-ირმაქამდე). ჰულაგიანებთან ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ: საქართველო, ტრაპიზონის იმპერია, რუმის სასულთნო, კილიკიის სომხეთის სახელმწიფო, კვიპროსის სამეფო, ქართების სახელმწიფო ჰერათში. ქვეყნის დედაქალაქი სხვადასხვა დროს იყო: მარაღა, თავრიზი, სოლთანიე და ისევ თავრიზი. ჰულაგუიანები ებრძოდნენ ჩაღათაიდებს, ოქროს ურდოსა და ეგვიპტის მამლუქთა სასულთნოს. ჰულაგუიანთა სახელმწიფოს პირველ პერიოდში (1256-1295 წწ.) ძლიერი იყო მონღოლ-თურქთა ტრადიციები. ილხანმა ყაზან-ყაენმა (1295-1304 წწ.) მკვეთრად შეცვალა საშინაო პოლიტიკა, დაუახლოვდა ირანულ არისტოკრატიას და სამოქალაქო ბიუროკრატიას. რაშიდ ად-დინის თანადგომითა და ხელშეწყობით მან გაატარა მთელი რიგი რეფორმები, რამაც გამოიწვია დროებითი ეკონომიკური აღმავლობა სახელმწიფოში.

აბუ საიდის (1316-1335 წწ.) სიკვდილის შემდეგ ცალკეულ ფეოდალურ დაჯგუფებებს ტახტზე აჰყავდათ მარიონეტი ილხანები ჰულაგუიანების საგვარეულოდან. XIV საუკუნის 40-იან წლებში ჰულაგუიანების სახელმწიფო რამდენიმე ფეოდალურ სამეფოდ დაიყო (ჯელაირიდთა, ჩობანიდთა, მოზაფერიდთა). ჰულაგუიანების სახელმწიფოს დაშლაში დიდი როლი ითამაშა სახალხო აჯანყებებმა (სარბედართა, გილანის, მაზანდარანის და სხვა).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]