შინაარსზე გადასვლა

შარლ მესიე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლ მესიე
ფრანგ. Charles Messier
დაბ. თარიღი 26 ივნისი, 1730(1730-06-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ბადონვილერი[8]
გარდ. თარიღი 12 აპრილი, 1817(1817-04-12)[1] [2] [4] [5] [6] [7] (86 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[8]
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ასტრონომი[9]
მეუღლე Mrs Charles Messier
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი
ხელმოწერა

შარლ მესიე (ფრანგ. Charles Messier; დ. 26 ივნისი, 1730 — გ. 12 აპრილი, 1817) — ფრანგი ასტრონომი; ყველაზე უკეთ ცნობილია ასტრონომიული კატალოგის შექმნით, რომელშიც ნისლეულები და ვარსკვლავთგროვები შეიტანა, რომლებსაც შემდეგ 110 „მესიეს ობიექტი“ ეწოდა. კატალოგის მიზანი იყო დახმარებოდა ასტრონომიულ დამკვირვებლებს, განსაკუთრებით კომეტებზე მონადირეებს, საკუთარი თავის მსგავსად. კატალოგი ერთმანეთისგან განსხვავებდა ცაზე არსებულ მუდმივი და გარდამავალი სინათლის მქონე ობიექტებს.

მესიეს საფლავი პერ-ლაშეზის სასაფლაოზე
სამსხსოვრო დაფა მესიეს მშობლიურ ქალაქ ბადონვილერში

მესიე დაიბადა საფრანგეთში, ლოთარინგიის რეგიონის ქალაქ ბადონვილერში, სასამართლოს კარისკაცის ოჯახში. იგი მშობლების 12 შვილიდან მეათე იყო. შარლის ექვსი და-ძმა ახალგაზრდობაშივე დაიღუპა, 1741 წელს კი მამამისიც მოკვდა. ასტრონომიისადმი ინტერესი შარლს 1744 წელს ცაზე გამოჩენილმა თვალწარმტაცმა ექვსკუდიანმა კომეტამ; ამას დაერთო 1748 წელს მისი მშობლიური ქალაქიდან დანახული მზის სრული დაბნელებაც.

1751 წელს იგი საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ასტრონომ ჟოზეფ ნიკოლა დელილის სამსახურში შევიდა, რომელიც შარლს თავისი აღმოჩენების შესახებ ჩანაწერების გაკეთებას ასწავლიდა. მესიეს პირველი დოკუმენტირებული დაკვირვება იყო 1753 წლის 6 მაისის მერკურის ტრანზიტი.

1764 წელს, იგი სამეცნიერო საზოგადოების წევრი გახდა, 1769 წელს აირჩიეს შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის უცხოელ წევრად, 1770 წლის 30 ივნისს კი საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

მესიემ აღმოაჩინა 13 კომეტა:[10]

  • C/1760 B1 (მესიე)
  • C/1763 S1 (მესიე)
  • C/1764 A1 (მესიე)
  • C/1766 E1 (მესიე)
  • C/1769 P1 (მესიე)
  • D/1770 L1 (ლექსელი)
  • C/1771 G1 (მესიე)
  • C/1773 T1 (მესიე)
  • C/1780 U2 (მესიე)
  • C/1788 W1 (მესიე)
  • C/1793 S2 (მესიე)
  • C/1798 G1 (მესიე)
  • C/1785 A1 (მესიე-მეშენი)

მესიე დაკრძალულია პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, მე-11 სექციაში. საფლავი სრულიად უბრალოა, ძნელად იკითხება წარწერები, არ არის დატანილი სასაფლაოს რუკათა უმეტეს ნაწილზეც, თუმცა მისი პოვნა შესაძლებელია ფრიდერიკ შოპენის საფლავის სიახლოვეს, იუველირ აბრაამ-ლუი ბრეგეს პატარა მავზოლეუმის უკან.

იმის გამო, რომ მესიეს ძირითადი საქმიანობა კომეტებზე ნადირობა იყო, იგი მუდმივად თვალს ადევნებდა ღამის ცაზე არსებულ ფიქსირებულ დიფუზიურ ობიექტებს, რომლებიც ბევრს შესაძლოა შეცდომით მიეჩნია კომეტებად. თავის მეგობარ და ასისტენტთან, ასტრონომ პიერ მეშენთან ერთად,[11] მესიემ მათი სრული სია შეადგინა (მეშენმა აღმოაჩინა 20 ობიექტი[12]), რათა კომეტების ძებნის დროს ტყუილად არ ეხარჯათ დრო ამ ობიექტებზე დაკვირვებაში, რადგან ისინი კომეტები არ იყვნენ.

დაკვირვებებისთვის მესიე პარიზის ოტელ-დე-კლუნის (ამჟამად შუა საუკუნეების ეროვნული მუზეუმი) 100 მილიმეტრიან რეფრაქტორულ ტელესკოპს იყენებდა. მისი მიერ შედგენილი სია მოიცავდა მხოლოდ ცის იმ ნაწილს, რომელსაც ის აკვირდებოდა, ცის ჩრდილოეთ პოლუსიდან დაახლოებით −35.7° განედამდე. ისინი ორგანიზებული არაა არც ობიექტის სამეცნიერო ტიპის, არც მდებარეობის მიხედვით. მესიეს კატალოგის პირველი ვერსია შეიცავდა 45 ობიექტს და გამოქვეყნდა 1774 წელს პარიზში, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში. 45 ობიექტიდან მესიეს მიერ აღმოჩენილი იყო მხოლოდ 17, დანარჩენი კი მანამდე იყო აღმოჩენილი სხვა ასტრონომთა მიერ.[13] 1780 წელს კატალოგი 80 ობიექტამდე გაიზარდა.

საბოლოო ვერსია 1781 წელს გამოქვეყნდა და შესული იყო 103 ობიექტი.[14][15] 1921-1966 წლებს შორის, ასტრონომებმა და ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ კატალოგის საბოლოო ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ, მესიემ და მეშენმა კიდევ სხვა შვიდი ობიექტი აღმოაჩინეს. ეს შვიდი ობიექტი, M104-დან M110-მდე, ასტრონომებმა ოფიციალურად აღიარეს მესიეს ობიექტებად.

მესიეს სახელით აღნიშნულ ობიექტებს, M1-დან M110-ის ჩათვლით, დღემდე იყენებენ პროფესიონალი თუ მოყვარული ასტრონომები; მათი შედარებითი სიკაშკაშე ამ ობიექტებს განსაკუთრებით პოპულარულს ხდის მოყვარულ ასტრონომთა საზოგადოებაში.

მეცნიერის პატივსაცემად, მესიეს სახელი ჰქვია ერთ-ერთ კრატერს მთვარეზე და ასტეროიდ 7359-ს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  5. 5.0 5.1 Pas L. v. Genealogics — 2003.
  6. 6.0 6.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  7. 7.0 7.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
  8. 8.0 8.1 Мессье Шарль // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. Deutsche Nationalbibliothek Record #118733133 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. Maik Meyer. Catalog of comet discoveries. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-16. ციტირების თარიღი: 2016-10-30.
  11. The Messier Catalog. SEDS Messier Database. SEDS (25 February 2008). ციტირების თარიღი: 2010-05-08.
  12. Jones, Kenneth Glyn (1991), Messier's nebulae and star clusters, Practical astronomy handbook series (2nd რედ.), Cambridge University Press, p. 5, ISBN 0-521-37079-5, https://books.google.com/books?id=IuhLR35I9QUC&pg=PA5
  13. Knight, J.D.. Meet the Astronomers: Charles Messier. ციტირების თარიღი: 2 September 2014.
  14. Charles Messier, 1781. Catalogue des Nébuleuses & des amas d'Étoiles. Connoissance des Temps Pour l'Année 1784 (published 1781), pp. 227–267 [Bibcode: 1781CdT..1784..227M].
    Original Messier Catalog of 1781. Original Messier Catalog of 1781. ციტირების თარიღი: 10 November 2007.
  15. seds.org, Charles Messier's Personal Copy of his 1781 "Catalog of Nebulae and Star Clusters"