ფრჩხილების სოკოვანი დაავადება
ფრჩხილების სოკოვანი დაავადება, ონიქომიკოზი — ფართოდ გავრცელებული ფრჩხილების დაავადება.
ადამიანის ორგანიზმის სოკოვან დაავადებებებს მიკოზები ეწოდება. არსებობს კანის, თმის, ფრჩხილების, ლორწოვანი გარსის, შინაგანი ორგანოების მიკოზები.
გამომწვევი მიზეზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრჩხილების სოკოვან დაავადებებს რამდენიმე სახის სოკო იწვევს. დაავადებას შეიძლება ქუსლისა და თითების დაზიანებას მოჰყვეს. გარეგან ფაქტორებს, რომლებიც სოკოვანი დაავადებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მიეკუთვნება: მცირე ტრავმები, რეზინის ფეხსაცმელი, მომატებული ოფლიანობა. შინაგანი ფაქტორი კი- ორგანიზმის იმუნიტეტის შესუსტება, რაც ენდოკრინული პათოლოგიების, ქრონიკული ინფექციების, ორგანული დაავადებების ან იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს აღინიშნება.
გავრცელების გზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოკოვანი ინფექციების ნიშნები შესაძლოა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (აბანოში, აუზები, საშხაპე) ვიზიტის შემდეგ გაჩნდს. დაავადების გამომწვევის გადატანა ხდება საერთო მოხმარების საყოფაცხოოვრებო საგნებით: პირსახოვით, ხალიჩით, ოთახის ფეხსაცმელით და ა.შ. ამიტომ ინფიცირების შესაძლებლობა არსებობს საკუთარ სახლშიც, თუკი ოჯახის რომელიმე წევრი დაავადებულია კანის ან ფრჩხილის სოკოთი.
დაავადების გავრცელების თვალსაზრისით გარშემომყოფთათვის განსაკუთრებით საშიშია ის ადამიანი, რომელსაც დაავადების ე.წ. წაშლილი ფორმა აქვს, რაც მხოლოდ კანის აქერცვლითა და მიკრონაპრალების არსებობით შემოიფარგლება.
კლინიკური სურათი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოკოვანი ინფექციის ზემოქმედებით, პირველ რიგში, იცვლება ფრჩხილის ფერი, ქრება გამჭვირვალობა. ფრჩხილი იღებს მოთეთრო, მოყვითალო ან ნაცრისფერ შეფერილობას, აღინიშნება თითებს შორის კანის სიწითლე და ქავილი. ფრჩხილის რქოვანი გარსი ფხვიერდება და იფრცქვნება. ქუსლებსა და ტერფის გვერდით ზედაპირზე წარმოიქმნება ძნელად შეხორცებადი ბუშტუკები, რომლებიც სკდება, გარდაიქმნება ეროზიად (კანის გამონაყარი, რომლიდანაც ქსოვილოვანი სითხე ჟონავს). ვითარდება კანის ანთებითი პროცესები, რასაც თან ახლავს საერთო მდგომარეობის გაუარესება.
ხელის ფრჩხილების სოკოვანი ინფექციის შორსწასულ შემთხვევაში ადამიანს უჭირს ჩვეული მოძრაობების შესრულება. ფეხის ფრჩხილების გასქელება და მტვრევადობა დისკომფორტს ქმნის ფეხსაცმლის ტარებისას.
დიაგნოსტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოკოვანი დაავადების სწორი დიაგნოსტიკისათვის აუცილებელია დაზიანებული ფრჩხილიდან ან კანიდან აღებული მასალის მიკროსკოპით შესწავლა. ზოგჯერ დამატებით ინიშნება ბაქტერიოლოგიური კვლევა.
მკურნალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მკურნალობი დროს ტერფები, პირველ რიგში, სოკოსსაწინააღმდეგო კრემით უნდა დამუშავდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფრჩხილებს, ქუსლებსა და თითებს შორის ჩანაბეჭდებს. შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური, სოკოსაწინააღმდეგო ფხვიერი, ე.წ. ფუნგიციდური პუდრის ხმარება, რომელიც ხელს უშლის სინოტივისა და კოჟრების წარმოქმნას.
თუ კანზე ბუშტუკები ან ეროზია გაჩნდა, რეკომდენდებულია ანტისეპტიკური ხსნარის გამოყენება, რომელიც ანთებით პროცესს აცხრობს.
არსებობს სპეციალური შესაფრქვევი მჟავე ფხვნილები, რომლებიც ამცირებს ფეხის ოფლიანობას და ხელს უშლის სოკოს განვითარებას.
პროფილაქტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკის მიზნით:
- საჭიროა ბანაობის შემდეგ თითებს შორის არის კარგად გამშრალება;
- აუცილებელია მხოლოდ საკუთარი ფეხსაცმლის ხმარება;
- ფეხსაცმელი უნდა იყოს ბუნებრივი მასალისგან დამზადებული;
- რეკომენდებული არ არის ვიწრო ფეხსაცმლით სიარული, რადგან ამ დროს ჩნდება ნესტი, ხოლო კანსა და ფრჩხილებზე - მიკროტრავმები;
- ხმარების შემდეგ ფეხსაცმელი კარგად უნდა გამოშრეს და პერიოდულად გაირეცხოს;
- რეკომენდებული არ არის აბანოებში, საუნებში, სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებში ფეხშიშველი სიარული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია, თბ., 2015
- Е. И. Касихина А. Б. Яковлев, Дерматовенерология #05/12 — «Онихомикозы» დაარქივებული 2013-12-03 საიტზე Wayback Machine.
- МЕСТНАЯ И КОМБИНИРОВАННАЯ ТЕРАПИЯ ОНИХОМИКОЗОВ დაარქივებული 2014-11-29 საიტზე Wayback Machine. ISBN 978-5-906062-04-8
- Онихомикозы: современные представления об этиологии, эпидемиологии, методах терапии
- Jargin SV. Prevention of tinea pedis and onychomycosis. Acta Microbiol Immunol Hung. 2010;57(1):69-70. PMID 20350880 DOI:10.1556/AMicr.57.2010.1.6
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Грибок. РУ Популярно о грибке ногтей, его лечении и профилактике. Фотогалерея онихомикоза. Консультации миколога.
- 10 лет борьбы с онихомикозом დაარქივებული 2021-03-01 საიტზე Wayback Machine. Авторский сайт проф. Сергеева А. Ю. о новых методах борьбы с онихомикозом
- Фото грибкового поражения ногтей დაარქივებული 2016-08-05 საიტზე Wayback Machine. .