შალისა და სპარსული ხალიჩების საფეიქრო სახელოსნო-სასწავლებელი
იერსახე
შალისა და სპარსული ხალიჩების საფეიქრო სახელოსნო — სასწავლებელი, ისტორიული ძეგლი დაბა სტეფანწმინდაში. გაიხსნა 1908 წლის 4 იანვარს. სასწავლებლის გახსნის მოთავე იყო გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი (ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე 1908-1918 წლებში). ეს იყო ასეთი სახის პირველი სასწავლებელი აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონში. სწავლების ვადა ექვსი თვე იყო, გადასახადი — ექვსი მანეთი. ინსტრუქტორი ტვერის გუბერნიიდან მოიწვიეს. ამ სასწავლებელს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საზოგადო მოღვაწე ილია წინამძღვრიშვილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჭყონია თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 436.