ყურა სოკო
ყურა სოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Auricularia auricula-judae (Bull.) J. Schröt., 1888) | |||||||||||||||
|
ყურა სოკო (ლათ. Auricularia auricula-judae; აგრეთვე ცნობილია როგორც კაცისყურა, გარდამრიდა, იუდას ყური) — საჭმელი სოკო აურიკულარიასებრთა ოჯახისა.
სოკოს ლათინური და ასევე ბევრ ევროპულ ენაში არსებული ხალხური სახელწოდება მომდინარეობს ბიბლიური ლეგენდიდან იუდა ისკარიოტელზე, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო ანწლის ხეზე.[1][2]
პირველად აღწერა პიერ ბიულიარმა (1789) როგორც Tremella auricula-judae.[3] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება Auricularia auricula-judae მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა იოზეფ შრეტერმა 1888 წელს.[3]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაყოფსხეული მჯდომარეა სუბსტრატზე. დიამეტრი — 12 სმ-მდე. ფორმით ადამიანის ყურს წააგავს, ნაოჭიანი, ელასტიური და ლაბისებრია. გარეთა შეფერილობა — მოყვითალო-ყავისფერი, მოიისფრო-ნაცრისფერი ან მოწითალო მურა. ზედაპირი წვრილხავერდოვანია. შიგნიდან ნაცრისფერ-იისფერიდან ნაწრისფერ-მოწითალომდე, ტიტველი.
რბილობი — ცვილისებრი, გამჭვირვალე, გახმობისას პერგამენტისებრი.[4]
სპორები — 11-15(23)×5-7(8) მკმ. ცილინდრული, მოხრილი.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ზომიერი სარტყლის შედარებით თბილ ნაწილში.
იზრდება ცოცხალ და გამხმარ ფოთლოვან ხეებზე (პარაზიტი ან საპროტროფი), განსაკუთრებით ანწლზე და მურყანზე, მთელი წლის განმავლობაში.
საკვები ღირებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურა სოკო მეტად დაფასებულია შორეულ აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ჩინეთში. იგი ჩინური წვნიანი კერძის „შავი სოკოს“ ერთ-ერთი აუცილებელი ინგრედიენტია, აგრეთვე გამოიყენება ჩინურ მედიცინაში. ყურა სოკოს იყენებენ სალათებშიც. საქართველოში საჭმელად არ ხმარობენ.[5]
სინონიმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამეცნიერო სინონიმები
- Tremella auricula-judae Bull., 1789 basionym
- Tremella auricula L., 1753
- Hirneola auricula-judae (Bull.) Berk., 1860
- Peziza auricula-judae (Bull.) Bull., 1791
- Exidia auricula-judae (Bull.) Fr., 1822[6]
- ქართული სინონიმები
- იუდას ყური
- კაცისყურა
- გარდამრიდა
- ყურჭატა[4]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 42, ISBN 99940-856-1-1.
- (2001) Mushroom. Kyle Cathie. ISBN 978-1-85626-739-7.
- Грибы: Справочник / Пер. с итал. Ф. Двин. — М.: «Астрель», «АСТ», 2001. — С. 256. — 304 с. — ISBN 5-17-009961-4.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Auricularia auricula-judae დაარქივებული 2020-10-26 საიტზე Wayback Machine. — Biodiversity.Georgia.net
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Harding, Patrick. Mushroom Miscellany. — HarperCollins, 2008. — С. 118. — ISBN 978-0-00-728464-1.
- ↑ Иванов А.Н., Каргин А.С., Государственный республиканский центр русского фольклора. Сохранение и возрождение фольклорных традиций. — Гос. республиканский центр русского фольклора, 2003. — С. 24.
- ↑ 3.0 3.1 Auricularia auricula-judae (Bull.) J. Schröt. 1888. MycoBank. International Mycological Association. ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი, 2010.
- ↑ 4.0 4.1 Auricularia auricula-judae (Bull.) J. Schröt.. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-26. ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2020.
- ↑ ნახუცრიშვილი, 2006, გვ. 42
- ↑ Аурикулярия уховидная на сайте Mycobank