ყუმურის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყუმურის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყურმურში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყუმურის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ტაძარია, ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. კონსტრუქციული ნაწილებისთვის გამოყენებულია თლილი ქვიშაქვის კვადრები. კედლები შელესილი ყოფილა სქელი ბათქაშით. შვერილაბსიდიანი ეკლესია შიდა სივრცე სწორკუთხაა, აღმოსავლეთიდან დასრულებული ღრმა ნახევარწრიული საკურთხევლით. აბსიდა გამოყოფილია მხრების საშუალებით. გრძივ კედლებში დატანებული თაღოვანი კარის ორივე მხარეს შემორჩენილია კედლის ამყოლი პილასტრების ანაბეჭდი. კარი დასავლეთიდანაც არის. მის თავზე ფრონტონში, შემორჩენილია სარკმლის ქვედა ნაწილი. დეკორატიული აქცენტები გაკეთებულია დასავლეთ და სამხრეთ კარზე. ქვიშაქვაში გამოკვეთილია უხეში ლილვი, რომელიც გარს უვლის მათ. ამათგან დასავლეთი კარის ჩრდილოეთი ნაწილი ჩამონგრეულია. სამხრეთისაზე მხოლოდ თაღია ნაწილობრივ ჩამოქცეული. თვით ეკლესიის კამარა ჩამონგრეულია. გრძივი კედლები ჩაქცეულია სარკმელებიანად. კედლების საპირე ქვა შემოცლილია. ეკლესია იდგა ცოკოლზე, რომელიც მიწითაა დაფარული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10068