ბათქაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბათქაშიკედლის, ტიხრის, ჭერისა და სხვა ზედაპირის მოსაპირკეთებელი შრე. ბათქაშს ხმარობენ გლუვი ან რელიეფური ზედაპირის მისაღებად. მისი დანიშნულებაა კონსტრუქციების დაცვა ტენის, გამოფიტვისა და ცეცხლისაგან, მათი ჰაერშეღწევადობისა და ბგერათგამტარობის შემცირება. ბათქაში ორგვარია: სველი (ზედაპირი შელესილია საბათქაშე ხსნარით) და მშრალი (ზედაპირზე აკრავენ ქარხანაში წინასწარ დამზადებულ მოსაპირკეთებელ ფილებს).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 152, თბ., 1977