ყუთლუმიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყუთლუმიში (სპარს. قتلمش) — XI საუკუნის თურქმანი პრინცი და სელჩუკიდების სახლის წარმომადგენელი. მისმა შვილმა სულეიმან იბნ ყუთლუმიშმა რუმის სასულთნო დააარსა, რომელიც დღევანდელი ცენტრალური თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

ყუთლუმიში არსლან იაბგუს შვილი და სულთან თოღრულ ბეგის ბიძაშვილი იყო. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა თურქ-სელჩუკების ექსპანსიებში. 1046 წელს თოღრულის მითითებებით ის სარდლობდა სელჩუკთა ლაშქარს ბიზანტიელების განჯიდან განსადევნად, სადაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.[1] 1049 წლის სექტემბერში გაერთიანებული ბიზანტიურ-ქართული ლაშქარი ბიზანტიელი სარდლის ნიკიფორე საჭურისისა და ბაგრატი IV-ის მეთაურობით განძის კედლებთან გაჩნდა. ყუთლუმიში მიხვდა, რომ მტრის ძალები ბევრად აღემატებოდა და განძა მიატოვა.

ყუთლუმიში ასევე მონაწილეობდა თოღრულ ბეგის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში და ალფ არსლანთან ერთად პრეტენზიას აცხადებდა სელჩუკთა სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრეობაზე. არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-ასირის თანახმად ყუთლუმიში ერკვეოდა ვარსკვლავთმეცნიერებაში.[2] მისი შვილი სულეიმანი 1084 წელს მელიქ შაჰმა რუმის სულთნად აღიარა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Martin Sicker, The Islamic World in Ascendancy: From the Arab Conquests to the Siege of Vienna, (Greenwood Publishing, 2000), 53.
  2. Institutionalisation of Science in the Medreses of pre-Ottoman and Ottoman Turkey, Ekmeleddin Ihsanoglu, Turkish Studies in the History and Philosophy of Science, Ed. Gürol Irzik and Güven Güzeldere, (Springer, 2005), 267.
  3. Köprülü, Mehmed Fuad. The Seljuks of Anatolia: their history and culture according to local Muslim sources. Salt Lake City, Utah: Univ. of Utah Press,(1992), 72.