ყვირის ქედი
იერსახე
| ყვირის ქედი | |
|---|---|
მთა ყვირა | |
| კოორდინატები: 42°45′25″ ჩ. გ. 42°08′27″ ა. გ. / 42.756972° ჩ. გ. 42.140972° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
| უმაღლესი წერტილი | ყვირა |
| სიმაღლე | 2038 მ |
| ამგებელი ქანები | კირქვა |
ყვირის ქედი — ქედი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს მდინარეების მაგანისა (ენგურის მარცხენა შენაკადი) და ინწრის (ჭანისწყლის მარჯვენა შენაკადი) სათავეების წყალგამყოფს. უმაღლესი მწვერვალია — ყვირა (2038 მ). ყვირის ქედი აგებულია ცარცული კირქვებით. ციცაბო კალთები დანაწევრებულია ღრმა კლდოვანი ხევ-ხეობებით. დამახასიათებელია კარნიზები და მრავალრიცხოვანი კარსტული ფორმები. სამხრეთ კალთაზე წიფლნარ-რცხილნარია, არის მუქწიწვიანებიც, ჩრდილოეთ კალთა შემოსილია ფართოფოთლოვანებით. მაღალ ნაწილში სუბალპური მდელოებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 641.