ყვითელთავა ნარჩიტა
იერსახე
ყვითელთავა ნარჩიტა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Regulus regulus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22734997 | |||||||||||||||
|
ყვითელთავა ნარჩიტა[1] (ლათ. Regulus regulus) — ფრინველი ნარჩიტასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 10 სმ-მდე, იწონის 5–6 გ-ს. შეფერილია მორუხო-ყვითლად; თხემი მამლებს ნარინჯისფერი, დედლებს კი ყვითელი გვერდებზე შავი ზოლებით აქვს. ბინადრობს ნაძვიან ან ფიჭვიან ტყეებში. ფართოდაა გავრცელებული ევრაზიის მრავალ რეგიონში, მათ შორის აზორისა და კანარის კუნძულებზე. საქართველოშიც მრავლად გვხვდება.[1] თითქმის მრგვალ ბუდეს ხეების ზედა ტოტებზე იკეთებს, რომელშიც 5–10 კვერცხს დებს. ზამთარში მომთაბარეობს გუნდებად, ხშირად გვხვდება წივწივებთან ერთად. იკვებება მწერებით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნარჩიტასებრნი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 323.